Wilo-ს პროდუქტები და პროდუქტის კომპეტენციები

ნოვატორული ოპერაცია სისტემაში

ტუმბოები ჩვენი ძლიერი სულისკვეთებაა. ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ ბევრად უფრო ძლიერი წარმადობისა და ბევრად უფრო ეკონომიური ტუმბოები. რადგანაც სულ უფრო და უფრო სწრაფ და რთულ ციფრულ სამყაროში კომპლექსური გადაწყვეტები ცენტრალურ როლს თამაშობენ.

ამიტომაც ჩვენ თქვენთვის ვავითარებთ ნოვატორულ ოპერაციებს სისტემაში - თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციური გამოყენებების და მაღალი კომპეტენციის ბაზაზე კომპლექსურ სისტემებში ინტეგრაციისათვის. ამასთანავე ჩვენ გეხმარებით ანალიზისას, გიწევთ ინდივიდუალურ კონსულტაციას და გთავაზობთ ზუსტად მორგებულ, ეკონომიურ გადაწყვეტებს.

ყოველი ახალი Wilo-პროდუქტითა და მთლიანი სერვისით ჩვენ მივისწრაფით გავხადოთ თქვენი დაგეგმვა უფრო მარტივი და ეფექტური. უმაღლესი მოთხოვნებით ხარისხისა და საიმედოობის მიმართ ისევ და ისევ წარმოიშვება ინოვაციური გადაწყვეტები და გარდამტეხი ეტაპები დარგისათვის, რომლებსაც თქვენ შეგიძლიათ სრულებით ენდოთ - დღეს და მომავალში.

სისტემის კომპეტენცია ყველა პოზიციაზე

ჩვენ გვინდა თქვენი დაგეგმვა გავხადოთ რაც შეიძლება მარტივი და მოქნილი. ამიტომაც არის შესაძლებელი ჩვენი ტუმბოების სწრაფი და უპრობლემო ინტეგრაცია არსებულ კომპლექსურ სისტემებში. ამისათვის ზრუნავენ მაგ.: ინტერფეისების სხვადასხვა მოდულები და გაფართოებები შენობის ავტომატიზაციის მრავალი ქსელური პროტოკოლისათვის.

საიმედოობას ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ

Wilo-ს როგორც პარტნიორის მიმართ არსებობს ნდობა - ჩვენ საიმედო პარტნიორები ვართ თქვენთვის და გთავაზობთ პირველი კლასის ხარისხს: ამ მიზნით, როგორც სექტორის ტექნოლოგიური ლიდერები, ჩვენ ვავითარებთ სულ უფრო და უფრო ინოვაციურ და სამომავლოდ მდგრად პროდუქტებს, რომლებიც სისტემაში ადვილად იტეგრაციის შესაძლებლობას იძლევიან და იქ ხანგრძლივად მუშაობენ, ეფექტურად და საიმედოდ. ამასთანავე, ჩვენ გიმარტივებთ დაგეგმვას ჩვენი მაღალი შესრულების სერვისებით და დაგეგმვის თანამედროვე დამხმარე საშუალებებით.

გაიგეთ აქ მეტი ჩვენი ყოველმხრივ უზრუნველი სერვისის შესახებ, რომელიც ფარავს ყველა თქვენ საჭიროებას

ჩვენი გამოყენების სფეროები

შენობის ტექნიკური აღჭურვილობა

ენერგიისა და რესურსების ეფექტურობის მნიშვნელობა, ეკოლოგიური და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკონომიური საფუძვლებით, მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად იზრდება ცხოვრების ყველა სფეროში. ასევე შენობების გამოყენების დროსაც ეკონომიურობის ასპექტი საგრძნობლად ექცევა ყურადღების ცენტრში. ეს კი უფრო და უფრო მეტად მოითხოვს ინოვაციური სისტემების გამოყენებას ერთმანეთთან ოპტიმალურად კოორდინირებული კომპონენტებით. Wilo გთავაზობთ ამისათვის საჭირო ენერგოეფექტურ კონცეფციებს - როგორც გათბობის ასევე კონდიცირების ტექნოლოგიისათვის. პროდუქტებისა და სისტემური გადაწყვეტების გამოყენების სფეროებია როგორც ერთ და მრავალ ოჯახიანი სახლები, სამრეწველო და საოფისე შენობები, საავადმყოფოები და სასტუმროები.

გაიგეთ მეტი პროდუქტების შესახებ

  • გათბობა
  • სანიტარული გამოყენების ცხელი წყალი
  • კონდიცირება და გაგრილება
  • მზისა და გეოთერმული ენერგია

გაიგეთ მეტი ჩვენი სისტემის კომპეტენციის შესახებ

წყლის რესურსების გამოყენება

ნედლი წყალი მეტად ღირებულია და მისი მარაგი სულ უფრო და უფრო მეტად მცირდება მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, წყლის საიმედო დამუშავება და მიწოდება წარმოადგენს სულ უფრო მზარდ გლობალურ გამოწვევას. Wilo გთავაზობთ პროფესიონალურ გადაწყვეტებს სასმელი წყლის მოპოვების და წყლის მიწოდების, ასევე ჩამდინარი წყლების ტრანსპორტირების და განკარგვის სულ უფრო და უფრო კომპლექსური მოთხოვნებისათვის. Wilo-ს ტუმბოები და Wilo-ს სატუმბი სისტემები წყლის რესურსების გამოყენებისათვის ადგენენ მსოფლიო სტანდარტებს ტექნიკური შესრულების, ეფექტურობისა და მდგრადობის თვალსაზრისით.

გაიგეთ მეტი პროდუქტების შესახებ სუფთა წყლის გამოყენებებისთვის

  • წნევის მომატებისთვის
  • წყლის დამუშავებისთვის
  • ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებისთვის
  • ირიგაციისათვის
  • წვიმის წყლის გამოყენებისათვის
  • ნედლი წყლის მოპოვებისთვის

გაიგეთ მეტი ჩვენი სისტემის კომპეტენციის შესახებ წყლის რესურსების გამოყენებაში