Водоподготовка

მაღალეფექტური ტექნოლოგია ზოგავს რესურსებს და საექსპლუატაციო ხარჯებს

სასმელი თუ საწარმოო წყლის დამუშავება, მაცივებელი წყლის კონდიცირება ასევე სარეცხი და სავლები დანადგარების ოპტიმიზაცია. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, სადაც წყალი სპეციალური გამოყენებისათვის მუშავდება. მუდმივი გამოწვევები, როგორიცაა მყარი ნივთიერებების ზრდადი შემცველობა ჩამდინარე წყლებში, რომელიც დანადგარებისთვის და მოწყობილობებისთვის საექსპლუატაციო პირობებს ართულებს, მოითხოვენ ახალ და ინოვაციურ გზებს, პროცესებისა და მათთან დაკავშირებული პროდუქტების გაუმჯობესებისთვის. ამას ემატება ენერგიის გამოყენება.

გლობალური კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით დაბალი ენერგომოხმარება, აქედან გამომდინარე სასიცოცხლო ციკლის დაბალი ღირებულება, არის აქტუალური და სამომავლოდ ბაზრის წამყვანი თემა. Wilo-ს მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი წყლის რესურსების დაზოგვისა და ამასთან ხარჯების შემცირებისთვის. ამიტომაც Wilo-ს ტუმბოები მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება ასეთ მოხმარებაში.

დაწყებული კომუნალურით დამთავრებული სამრეწველო მოხმარებით

გამწმენდ სადგურებში სამრეწველო ჩამდინარე წყლები თავისუფლდებიან მათი მავნე კომპონენტებისგან. იმისათვის, რომ ჩამდინარე წყლები ისე გაიწმინდოს, რომ წყლის მიწოდება ისევ დაუფიქრებლად იყოს შესაძლებელი, საჭიროა გრძელი და ხარჯიანი პროცესი. ამ სფეროს პასუხისმგებელი პირები ხარჯების შემცირების მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფებიან და ამასთანავე ექვემდებარებიან ერთდროულად მრავალ ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნისთვის სპეციფიურ ნორმასა და კანონს. Wilo თავისი შემუშავებული მაღალეფექტური ტექნოლოგიით გთავაზობთ უზარმაზარ პოტენციალს წყლის რესურსების დაზოგვისა და ამასთან ხარჯების შემცირებისთვის.

სასმელი წყლის დამუშავების სფეროშიც Wilo აჩვენებს თავის კომპეტენციას. Wilo-EMU-დანადგარების ინჟინერია როგორც დანადგარების ინჟინერი კომპლექსური გადაწყვეტებისათვის გთავაზობთ მრავალწლიან გამოცდილებას სასმელი წყლის დამუშავების სფეროში, როგორც დაგეგმვასა და პროექტირების, ასევე პროცესის ინჟინერიისა და მართვის ტექნოლოგიის სრული აღსრულებისთვის.

Wilo-ს მომსახურების სპექტრი სასმელი წყლის დამუშავებაში სხვა დანარჩენთან ერთად მოიცავს

  • რკინისა და მანგანუმის მოცილება
  • მჟავიანობის მოცილება(ფიზიკური და ქიმიური)
  • მემბრანული ფილტრაცია (ულტრაფილტრაცია)
  • UV - დეზინფექცია
  • გააქტიურებული ნახშირბადის ფილტრაცია