Водоснабжение /повышение давления

საექსპლუატაციო სიმძლავრე უმაღლეს დონეზე

წყლის საიმედო მიწოდება გეოდეზიურად მაღალ სიმაღლეზე განლაგებულ სადგურებში. წყლის ცვალებადი მოხმარება სხვადასხვა შენობებში, როგორებიცაა სკოლები, საავადმყოფოები, თუ სასტუმროები, საჭიროებს მოქნილ სისტემებს, რომლებიც ინდივიდუალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. თუ კი წყლის მიწოდებისას, სივრცული პირობების გამო, არ არის შესაძლებელი გრავიტაციული სისტემების გამოყენება როგორიცაა წყლის კოშკები, საჭირო ხდება დანადგარი წნევის მომატებისთვის. იგი ზრუნავს მაღალ შენობებში, შემაღლებულ ადგილმდებარეობებზე და ქარხნებში, ანდა მიწოდებისა თუ რეცირკულაციის სისტემებში წყლის საკმარისი წნევის არსებობისთვის. Wilo-ს წნევის მომატების დანადგარებით თქვენ ზრუნავთ წყლის საიმედო მიწოდებაზე დიდ სიმაღლეებამდე.

Wilo-ს ინდივიდუალური გადაწყვეტები წყლის ოპტიმალური წნევისათვის

განსაკუთრებით ისტორიულად გაზრდილი საცხოვრებელი ადგილებისა თუ სართულის გაფართოებების შემთხვევაში არ არის შესაძლებელი წნევის შენარჩუნება წყლის რეზერვუარების ზემოთ და უშუალოდ ქვემოთ. ამდენად, წნევის მომატების დანადგარი შესაძლებელია საჭირო იყოს ასევე ერთ და ოროჯახიან სახლებში. ისეთი შენობები, როგორებიცაა კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები და სასტუმროები, მაღალ მოთხოვნებს უყენებენ წყლის მიწოდებას ყველა სართულზე. გამოყენების ნებისმიერი ადგილისთვის Wilo გთავაზობთ მოქნილ სისტემებს წნევის მოსამატებლად, წყლის მიწოდების კომფორტულად და საიმედოდ უზრუნველსაყოფად. სხვათა შორის: Wilo-ს თვითშეწოვადი ტუმბო არის იდეალური გადაწყვეტა ღია ადგილებზე დასუფთავების მიზნისა თუ მცენარეების მორწყვისთვის. მისი განთავსება შესაძლებელია წყალსატევების, ტბების, ნაკადულებისა და წვიმის კასრების გვერდით. ეს ზოგავს ძვირი და ძვირფასი ონკანის წყალს.