Гелио- и геотермические установки

გამოიყენეთ მზისა და მიწის ენერგია

ჩვენ ყველანი ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რომ მსოფლიოში ენერგიაზე ზრდადი მოთხოვნა შევუსაბამოთ გარემოს დაცვის ყოვლისმომცველ აუცილებლობას. სწორედ ამიტომ Wilo მისდევს ტუმბოების განვითარებას ინოვაციური, ხანგამძლე და ეფექტური კომპონენტებით, რომლებსაც ასევე შეუძლიათ თავისთვის გამოიყენონ განახლებადი ენერგიები. გეოთერმია, სითბო ჩვენი დედამიწის შუაგულიდან, როგორც დიდი იმედის მომცემი შესაძლებლობა განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის, უფრო და უფრო მზარდ ყურადღებას იქცევს მთელს მსოფლიოში. ასევე მზის ენერგია არის უფასო და საკმაოდ ეფექტური ჩვენს განედებზეც კი, თუ სისტემის კომპონენტები ეფექტურად არიან ერთმანეთთან კოორდინირებულები. Wilo-ს ტუმბოები სპეციალური ჰიდრავლიკით გაძლევთ მაღალი წარმადობის გარანტიას მზის თერმულ სისტემებში გამოყენებისას.

ფიქრობთ ალტერნატიული ენერგიების გამოყენებაზე? ახალი კვლევები აჩვენებენ, რომ ფართომასშტაბიანი მზის სისტემები განსაკუთრებულად ეკონომიურებია. Wilo-ს მაღალეფექტურ ტუმბოებთან კომბინაციაში თქვენ ქმნით მდგრად ენერგომომარაგებას.

Wilo-ს მზის ტუმბოები გთავაზობთ გამოყენების შესაძლებლობების ფართო სპექტრს მაღალი მოქნილობისა და ენერგოეფექტურობის მეშვეობით. ლოგიკური შედეგი: მზის თერმული სისტემების 75 პროცენტზე მეტი გერმანიაში აღჭურვილია Wilo-ს ტუმბოებით.