Горячее водоснабжение

ისარგებლეთ ძვირფასი სასმელი წყლით

წყალი არის სურსათი, რომლისთვისაც ხარისხის უმაღლესი სტანდარტები მოქმედებს. ეს ეხება ასევე ტექნოლოგიასაც, რომელიც არეგულირებს და უზრუნველყოფს სანიტარული მოხმარების ცხელი წყლის მიწოდებას. Wilo-ს ცირკულაციური ტუმბოები არის გამოსავალი ყველასთვის, ვინც მაღალ მოთხოვნებს უყენებს მასალას, მომსახურებასა და კომფორტს.

წყალი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ნედლეულია. აქედან გამომდინარე მის რესურსებთან მდგრადი მოპყრობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დედამიწის ფართობის 70 პროცენტი წყლით არის დაფარული, თუმცა მისი მხოლოდ მცირე ნაწილი არის დასალევად ვარგისი. გამომდინარე იქიდან, რომ სასმელი წყლისათვის გამოყენებული წყალი 70 პროცენტით გრუნტისა და წყაროს წყლისაგან მიიღება.

ცხელი წყლის კომფორტი, რომელიც თავის ღირებულებას ამართლებს

ცირკულაციის ნაკლებობა ან წყალგაყვანილობის მეტისმეტად გრძელი დისტანცია პასუხისმგებელნი არიან ხშირად იმაზე, რომ ონკანიდან ცივი წყალი მოდის და მისი ტემპერატურა მხოლოდ თანდათან მატულობს. სანამ წყალი სასურველ ტემპერატურამდე გაცხელდება, რამდენიმე ლიტრი სასმელი წყალი ჩაედინება კანალიზაციაში. საკუთარ სახლში სასმელი წყლის დანაკარგის შესაჩერებლად ღირს ცირკულაციის ტუმბოს შეძენა. ასევე სამრეწველო გამოყენებაშიც სანიტარული მოხმარების ცხელი წყლის საიმედო მიწოდებაც დგას გამოწვევის წინაშე. Wilo-ს ცირკულაციური ტუმბოები აკმაყოფილებენ ხარისხის უმაღლეს მოთხოვნებს საყოფაცხოვრებო წყალთან მიმართებაში, უზრუნველყოფენ შეუფერხებელ ექსპლუატაციას და არიან განსაკუთრებულად ეფექტური და ამით ელექტროენერგიის

სასმელი წყლის ხარისხი

წყლის ხარისხი სხვადასხვა რეგულაციებით, დებულებებით, რეკომენდაციებითა და წესებით, ძირითადად კანონმდებლობით რეგულირდება და იმართება. სხვადასხვა რეგიონში სასმელი წყლის გემო სხვადასხვაგვარია, რაც მიწიდან და კლდიდან, მასში გახსნილი სხვადასხვა მინერალებით არის განპირობებული. ჯანსაღი და სუფთა წყალი უფერო და გამჭვირვალეა, ისევე როგორც უგემო და უსუნო.

სასმელი წყლით მომარაგება შედგება წყლის მოპოვების, გადამუშავებისა და განაწილებისაგან. მთელი ამ პროცესისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სასმელი წყლის დაბინძურების საწინააღმდეგო ბარიერების მუდმივი არსებობა, რათა შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მისი ტექნიკური გადამუშავება. ტექნიკურად უნაკლოდ დამონტაჟებული გამანაწილებელი სისტემების შემთხვევაში, რომლებსაც უტარდება რეგულარული და კვალიფიკაციური ტექნიკური მომსახურება, არ წარმოიქმნება მასალებით, ნივთიერებებით ან ლეგიონელებით გამოწვეული დაბინძურებები. მაშასადამე სასმელი წყლის ხარისხის გადამწყვეტი კომპონენტია სისტემების გამართული მენეჯმენტი, რომელზეც პასუხისმგებელია წყლის მომწოდებელი და შენობის მესაკუთრე ან მისი მომხმარებელი. აღნიშნული ამოცანებისათვის Wilo გთავაზობთ სათანადო მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებებს, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ ენდოთ.

Rohwasserentnahme Trinkwassergewinnung aus Grundwasser

წყალმომარაგების პირობების შექმნა

ძველ შენობებში თავს იჩენს წყლის სისტემებში წყლის დაბალი წნევის პრობლემა. წყლის წნევის მომატება საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ყოველგვარი აპარატურის სათანადო გამოყენება. Wilo-ს გააჩნია ტუმბოების სისტემების ძალიან დიდი პროდუქციის სპექტრი, რომლებიც უმკლავდება ამგვარ პრობლემებს. მათ რიცხვს განეკუთვნება სასმელი წყლით მომარაგებისათვის მოდელების ფართო არჩევანი. ჩვენი პროდუქტები გპირდებათ წყლის მაღალ ხარისხს, რომელიც შეესაბამება ყველა ნორმას. ჩვენი მრავალწლიანი ნოუ-ჰაუს წყალობით არანაირ როლს არ თამაშობს ის, წყალი მომდინარეობს მიწის ზედაპირიდან თუ მიწისქვეშა წყლებიდან. სამშენებლო პროექტებიდან მიღებული ჩვენი ფართო გამოცდილების გამო შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ჩვენს მხარდაჭერაში და ასევე დაგეგმვასა და თქვენი პროექტების გადაწყვეტაში.

Trinkwasser Trinkwasser-Zirkulation

სასმელი წყლის მართებული ინსტალაცია

წყლით მომარაგების ფირმები იძლევიან გარანტიას წყლის უნაკლო ხარისხიდან დაწყებული მისი შენობაში ინსტალაციით დამთავრებული. თუმცა შენობის მფლობელები ან მისი ექსპლოატატორები პასუხისმგებელნი არიან წყლის ხარისხზე სანამ ის საბოლოო მომხმარებლის ონკანამდე მიაღწევს. იმისათვის, რომ შესრულებული იქნას ვალდებულებები და დაცული იქნას ნორმით განსაზღვრული ზღვრული მაჩვენებლები, მნიშვნელოვანია მილების სისტემისა და ინსტალირებული ტუმბოების გააზრებულად შერჩევა და ინსტალაცია.

პროფესიონალური მონტაჟი

სერტიფიცირებული ხელოსნების ან სპეციალური ფირმის მიერ ტუმბოების სისტემის პროფესიული ინსტალაციამ შესძლოა აგარიდოთ მრავალ პრობლემას, რის შედეგადაც თქვენი სასმელი წყალი იქნება დაცული და თავიდან აირიდებთ დაბინძურებებს. ინსტალაციის ფირმამ თავისი მომსახურების განხორციელების მიზნით უნდა გამოიყენოს მხოლოდ ის პროდუქტები, რომელსაც გააჩნია აკრედიტირებული სერტიფიკატის მიმნიჭებლის კონტროლის ნიშანი. მოცემულ შემთხვევაში Wilo-ს პროდუქტები უსაფრთხო პროდუქტების რიცხვს განეკუთვნება.

Trinkwarmwasser, Trinkwasserzirkulation

ჩვენი რეკომენდაციები

  • სასმელი წყლის სისტემებზე სამუშაოების შესრულება უნდა დაავალოთ მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურ ფირმებს.
  • თბილი წყლის პატივისცემით და ხანგრძლივი მოპყრობა ზოგავს ფულსა და ენერგიას.
  • იმისათვის რომ სასმელი წყლის რესურსები დაიცვათ და შეინარჩუნო, საჭიროა თავიდან აირიდოთ შხამიანი ნივთიერებები და ნაგვის საკანალიზაციო გზით გადაყრა.
  • დაზიანებული წყლის ონკანის შეკეთება დაიცავს არა მხოლოდ თქვენს ნერვებს, არამედ თქვენს საფულეს და გარემოს. დაზიანებული ონკანიდან ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია 1.000 ლიტრი სასმელი წყალი დაიკარგოს.
  • წყლის ხანგრძლივად შეწყვეტისას მილებში წარმოქმნილი სტაგნაციური წყალი შესაძლებელია გამოიყენოთ ყვავილების მოსარწყავად.