Дренаж/защита от затопления

სწრაფად, სუფთად და უსაფრთხოდ

მიუხედავად იმისა, იქნება ეს შხაპი, ტუალეტი, შესასვლელი თუ ავტოსადგომი - ჩვენ შემოგთავაზებთ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაშიც ოპტიმალურ გადაწყვეტას დრენაჟისათვის. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, საქმე ეხება სტაციონარულ თუ მოძრავ დანადგარს. ჩვენი ტუმბოები გამოსადეგია როგორც მუნიციპალური კანალიზაციის ასევე წვიმის წყალისათვის. ჩვენი პროდუქტების პორტფოლიო დრენაჟისა და წყალდიდობისგან დაცვისთვის მოიცავს ჩამდინარი წყლების ამოწევის დანადგარებს, სარდაფის დრენაჟის, საკანალიზაციო წყლის ტუმბოების და ასევე ფეკალიების ამოტუმბვის მძლავრ დანადგარებს. ჩვენი მთავარი კრედო ამასთან არის, მოგაწოდოთ საექსპლუატაციოდ მაქსიმალურად უსაფრთხო პროდუქტი, რომელსაც სჭირდება მინიმალური სარემონტო დანახარჯი. წყალდიდობის საფრთხე ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. როდესაც უნდა მოხდეს ძლიერ დაბინძურებული წყლის არინება - როგორც მაგ. წყალდიდობების შემდეგ - საჭირო ხდება სპეციალიზირებული პრობლემის გადამჭრელის მოთხოვნა. ასეთი რთული ამოცანებისთვის Wilo-მ შეიმუშავა რამდენიმე ნამდვილი მულტიტალანტი, როგორიცაა მაგ., Wilo-Drain TP სერია. ეს სუპერ მსუბუქი ტუმბოები ადვილად ტრანსპორტირებადი და გამოყენებადია. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებულად გამძლე პლასტიკური-ჰიდრავლიკით.