Дренаж

ყველგან, სადაც ადამიანები შენობებში ცხოვრობენ, არსებობს კანალიზაცია, რომელიც დაბინძურებულ და წვიმის წყლის კატეგორიაში ნაწილდება. დაბინძურებული წყალი როგორც წესი პირდაპირ კანალიზაციაში გაედინება და შემდეგ ისევ იწმინდება და წყლის სისტემაში ბრუნდება. წვიმის წყალიც შესაძლებელია გამყოფი სისტემის მეშვეობით გამოიყოს ან დაბინძურებულ წყალთან ერთად შერეულ სისტემაში ჩაედინოს. რეკომენდირებულია, რომ მშენებლებმა და ექსპლუატატორებმა ყოველთვის წყლის დრენირების გეგმა შეიმუშავონ, რათა შემდგომში მოულოდნელობები აიცილონ თავიდან.

Entwässerung Regenwasserentsorgung

იმისათვის, რომ წყლის სადრენაჟო სისტემის ხანგრძლივი დროის მანძილზე მწყობრში შეინარჩუნოთ, საჭიროა ცალკეული ელემენტებს, როგორიცაა გამდინარე წყლის სადრენაჟო სისტემა, ნარჩენების დამჭერები და მილები ჩაუტარდეს რეგულარული ტექნიკური მომსახურება და გაიწმინდოს. ძლიერი ნალექის

შედეგად სარდაფებში წყლის დაგროვების შემთხვევაში ძირითადად პრობლემას წარმოადგენს წყლის სადრენაჟო ადგილების ჩამკეტი მოწყობილობები. ვინაიდან შენობებში დამონტაჟებული წყლის სადრენაჟო სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი არაჰერმეტულია ან დროთა განმავლობაში ჰერმეტულობას კარგავს, რეკომენდირებულია, რეგულარულად იქნას ჩატარებული ჰერმეტულობის კონტროლი, რათა გამდინარე წყლის სადრენაჟო სისტემამ წყალი არ ჩატუმბოს მზიდ კედლებში და მასიური დაზიანებები არ გამოიწვიოს. Wilo, როგორც მაღალი ხარისხის სატუმბი სისტემების პრემიუმ მწარმოებელი სიამოვნებით იქნება თქვენი საკონტაქტო პირი კლიენტებზე ორიენტირებული სერვისისა და ერთიანი სისტემური გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით.

მიწის ნაკვეთებიდან და შენობებიდან წყლის დრენაჟი

მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის უნაკლოდ ფუნქციონირებადი დრენაჟი ერთგვარ სტატუსს წარმოადგენს, რომელიც მიიჩნევა როგორც თავისთავადი წინაპირობა. თუ რამდენად მნიშვნელოვანია შენობებისა და მიწის ნაკვეთების ფუნქციონირებადი დრენაჟის სისტემა, მხოლოდ მაშინ ხდება ცხადი, როდესაც წყალი მართებულ რეჟიმში აღარ გაედინება. სადრენაჟო სისტემებში პრობლემები მეტწილად დაზიანებული ან გატეხილი მილების შედეგად წარმოიქმნება, რის გამოც გამდინარე წყალი და ჩამოშლილი ნიადაგი შესაძლებელია შეუერთდეს მიწისქვეშა წყლებს. ეს იწვევს დაბინძურებებს, რომლის შედეგიცაა გამწმენდი სისტემების ამოტუმბვის განუზომლად დიდი ხანგრძლივობით წარმოქმნილი უზომოდ მაღალი ხარჯები. ნიადაგის ქუჩების ქვეშ ძლიერი ჩამოშლისა და ჩამორეცხვის შემთხვევაში ხშირად შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ახლო მდებარე ინფრასტრუქტურას. აქედან გამომდინარე მიწის მფლობელი ვალდებულია, შეინარჩუნოს გამართული სადრენაჟო სისტემები. მოვლისა და ტექნიკური მომსახურების შემთხვევებში ჩვენ, როგორც კომპეტენტური პარტნიორი ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ.

დრენაჟის სისტემების ცალკეული არეალები

სადრენაჟო მოწყობილობებს ასევე შეხვდებით კერძო საყოფაცხოვრებო საკუთრებებსა და მიწის ნაკვეთებზე, ისევე როგორც ღია სივრცით დაწესებულებებში. Wilo-ს სადრენაჟო ტუმბოები მრავალი წლის მანძილზე წარმატებით გამოიყენება სიღრმეში, სიმაღლეში, სივრცეში და სპორტული დაწესებულების მშენებლობების სფეროებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ტუმბოები ტბებიდან და მდინარეებიდან წყლის ამოსატუმბად და სხვადასხვა სახის დრენირებისათვის გამოიყენება.

Entwässerung Regenwasserentsorgung