Ирригация/сельское хозяйство

ყველა მცენარის საკმარისი მორწყვისათვის

განსაკუთრებით გამომშრალ რეგიონებში არის მნიშვნელოვანი წყლის რაც შეიძლება ეფექტურად მოპოვება და გადანაწილება მინდვრების საირიგაციოდ. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ შესაფერის ტექნოლოგიებს. Wilo-ს ჭაბურღილისშიგა ტუმბოები და ტურბინები ზრუნავენ მაგალითად იმისათვის, რომ წყლის ამოღება შესაძლებელი იყოს ნიადაგიდან ან წყლის გაყვანილობიდან. ეს უზრუნველყოფს შესაბამის მიწოდებას.

ფერმერებს ყველას ერთნაირი პირობები არ აქვთ წყლის გადასაადგილებლად. აქედან გამომდინარე, Wilo-მ შეიმუშავა ტუმბოები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ტუმბოს დგილმდებარეობა თავისუფლად შეარჩიოთ. ასე მაგალითად, შესაძლებელია მისი განთავსება ტივზე საკმაოდ პრაქტიკულად, იმისათვის რომ მოხდეს წყლის მდინარიდან ან ტბიდან მოპოვება. პრაქტიკაში თავისი ეფექტურობა დაამტკიცეს Wilo-ს მშრალმა როტორებმა. ამით თქვენ შეგიძლიათ წყლის მიმდინარე დონის მიუხედავად თქვენთვის საჭირო წყლის რაოდენობა ამოსრუტოთ და პირდაპირ იქ მოახდინოთ მისი ტრანსპორტირება, სადაც ამის საჭიროებაა.

ასევე დიდ ბრტყელ ზედაპირზე ხშირად არ მოიპოვება უსაფრთხო მიწოდებისათვის საჭირო წყლის წნევა. განსაკუთრებით წყლის მერყევი დონეების შემთხვევაში. ასეთი შემთხვევისთვის შესაფერისია წნევის მომატების დანადგარების მაღალეფექტური სისტემები როგორებიც აქვს Wilo-ს. მათთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ წყლის სათანადო წნევით ყველა მცენარე მინდორზე საკმარისად მოირწყვება. ამრიგად, მუდმივი წნევით მიწოდება უზრუნველყოფილია თუნდაც წყლის მერყევი დონეების შემთხვევაშიც. და ეს ყველაფერი რაც შეიძლება ენერგოდამზოგავი გზით.