Ирригация

სოფლის მეურნეობაში წყალთან მდგრადი მოპყრობა წინაპირობაა მუდმივად ცვლად კლიმატურ პირობებში ბუნებრივი საკვები პროდუქტების წარმოებისათვის. ცვლადი კლიმატური პირობები მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღნიშნულის წარმოებაზე. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მოსავლის მიღების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მორწყვა. სხვა გარემოებები, როგორიც არის ძალიან დაბალი ან ძლიერი ნალექი, ასევე იწვევს სარწყავი სისტემების აუცილებლობას, რათა ბუნებრივ წყალმომარაგებას გაუთნაბრდეს. ამგვარად, შესაძლებელია არათანაბარ ფართობზე, რომელიც სხვა შემთხვევაში მშრალი და არამოსავლიანია, მორწყვის მეშვეობით გამოყენებადი და ნაყოფიერი გახდეს. ამ მიზეზით მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონ ჰექტარზე მეტი ხელოვნური სარწყავი სისტემებით იმართება.

თანამედროვე სარწყავი სისტემები აგრარული სფეროსათვის

მინდვრების თანამედროვე მორწყვის მეშვეობით ხელმისაწვდომია სხვადასხვა შესაძლებლობები, რომლითაც ფესვების საკმარისი წყალმომარაგება მიიღწევა. წყლის მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მცენარეების ტიპზე, ისევე როგორც ნიადაგზე და კლიმატურ პირობებზე.

კომერციულ სასოფლო სამეურნეო სფეროში გამოყენება

ყველა მცენარის საკმარისი მორწყვისათვის სხვადასხვა სახის ტუმბოები და სარწყავი სიტემები არის საჭირო.

განსაკუთრებით გამომშრალ რეგიონებში არის მნიშვნელოვანი წყლის რაც შეიძლება ეფექტურად მოპოვება და გადანაწილება მინდვრების საირიგაციოდ. Wilo-ს გააჩნია უნიკალური ცოდნა, რომლითაც ის შესაბამის ტექნოლოგიებს გთავაზობთ. Wilo-ს ჭაბურღილისშიგა ტუმბოები და ტურბინები ზრუნავენ მაგალითად იმისათვის, რომ წყლის ამოღება შესაძლებელი იყოს ნიადაგიდან ან წყლის გაყვანილობიდან.

ფერმერებს ყველას ერთნაირი პირობები არ აქვთ წყლის გადასაადგილებლად. აქედან გამომდინარე, Wilo-მ შეიმუშავა ტუმბოები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ტუმბოს დგილმდებარეობა თავისუფლად შეარჩიოთ. ასე მაგალითად, შესაძლებელია მისი განთავსება ტივზე საკმაოდ პრაქტიკულად, იმისათვის რომ მოხდეს წყლის მდინარიდან ან ტბიდან მოპოვება.

პრაქტიკაში თავისი ეფექტურობა დაამტკიცეს Wilo-ს მშრალმა როტორებმა. ამით თქვენ შეგიძლიათ წყლის მიმდინარე დონის მიუხედავად თქვენთვის საჭირო წყლის რაოდენობა ამოსრუტოთ და პირდაპირ იქ მოახდინოთ მისი ტრანსპორტირება, სადაც ამის საჭიროებაა.

დიდ ბრტყელ ზედაპირზე ხშირად არ მოიპოვება უსაფრთხო მიწოდებისათვის საჭირო წყლის წნევა - განსაკუთრებით წყლის მერყევი დონეების შემთხვევაში. ასეთი შემთხვევისთვის შესაფერისია მაღალეფექტური Wilo-ს წნევის ასამაღლებელი სისტემები. მათთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ წყლის სათანადო წნევით ყველა მცენარე მინდორზე საკმარისად მოირწყვება. ამრიგად, მუდმივი წნევით მიწოდება უზრუნველყოფილია თუნდაც წყლის მერყევი დონეების შემთხვევაშიც - და ეს ყველაფერი რაც შეიძლება ენერგოდამზოგავი გზით.