Использование дождевой воды

ბაღის მორწყვა და გარე ტერიტორიების დასუფთავება - წვიმის წყლით ჭკვიანურად, იაფად და გარემოსთვის უვნებლად

Wilo-ს წვიმის წყლის გამოყენების სისტემებს წყალი გადააქვთ ობიექტში პირდაპირ მოგროვების წერტილში. წვიმის წყლის აზრიანი გამოყენება არის ჭკვიანური, იაფი და გარემოსთვის ეკოლოგიურად უვნებელი. Wilo-ს სპეციალურად გაყვანილი სისტემებით ხდება წყლის დღიური საჭიროების დაახლოებით 50%-ს დაფარვა წვიმის წყლიდან. ამით თქვენ ზოგავთ გარემოს და ბიუჯეტს. გამოიყენეთ ტენიანობა, რომელსაც ბუნება ხელმისაწვდომს ხდის: წვიმის წყლით თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბაღის მორწყვა და ღია ცის ქვეშ არსებული ტერიტორიების, როგორებიცაა ტერასა თუ ბაღის ბილიკები, დასუფთავება - იაფი და გარემოს დამზოგველი ალტერნატივა სასმელი წყლის გამოყენებისა. წვიმის წყლის რეზერვუარი საჭიროების შესაბამისად წვიმის წყლის გამოყენების დანადგართან ერთად ზრუნავს თანაბარი და უხმაურო ირიგაციისთვის. დასხურება, დანამვა, დარწყვა და დასუფთავება - სადაც სასმელი წყალი მეტისმეტად ძვირია, რეკომენდირებულია წვიმის წყლის გამოყენება Wilo-ს კომპლექსური სისტემით.