Отопление

ინდივიდუალური გადაწყვეტილებები თქვენი პროექტისთვის

როგორც მსოფლიოში წამყვანი მიმწოდებელი ტუმბოებისა და სატუმბი სისტემების შენობის ტექნიკური აღჭურვისთვის ჩვენ გთავაზობთ მორგებულ პროდუქციას სისტემის მაღალი ეფექტურობითა და ენერგიის მაქსიმალური დაზოგვით. ამასთან ჩვენი მიზანი ყოველთვის არის ჩვენი გადაწყვეტილებები თქვენთვის რამდენადაც საჭიროა ინდივიდუალურად და რამდენადაც შესაძლებელია ეფექტურად შევინარჩუნოთ.

შენობების ტექნიკური აღჭურვის პროექტებიდან ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით ჩვენ გეხმარებით, როგორც თქვენი პროექტების დაგეგმვაში ასევე მათ განხორციელებაში.

ენერგოეფექტური და საიმედო

გათბობა წარმოადგენს სახლის გულს - იქნება ეს კლასიკური რადიატორები თუ იატაკის გათბობა. Wilo-ს მაღალეფექტური ტუმბოები ნებისმიერ სივრცეს გარდაქმნიან კომფორტის ზონად. ამასთან ისინი ზრუნავენ არა მხოლოდ სითბოსა და სიმყუდროვისათვის, არამედ ისინი ეხმარებიან ასევე ენერგიისა და ხარჯების დაზოგვაში. მარტივი დასამონტაჟებლად, სარემონტოდ და განსაკუთრებულად საიმედო - ამის მოლოდინი შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი Wilo ტუმბოებისგან ნებისმიერ დროს. ასევე სამრეწველო გამოყენების სფეროებიდსთვისაც გამოსადეგია ჩვენი მაღალეფექტური ტუმბოები და მნიშვნელოვნად ამცირებენ ელექტროენერგიის ხარჯებს. საკონდენსაციო ქვაბები, რომლებიც წყალდიდობის დონის ქვემოთაა განლაგებული, საჭიროებენ კონდენსატის ამომწევ დანადგარს დაგროვებული კონდენსატის მოცილებისთვის. Wilo გთავაზობთ მორგებულ და მაღალი ხარისხის გადაწყვეტებს სწორედ ამ გამოყენებისათვის.