Промышленность

ყველაზე ეკონომიური და ეფექტური

Wilo-ში ჩვენ ვიცით: ყველა სამრეწველო სექტორს აქვს საკუთარი მაღალი მოთხოვნები ყველა მონაწილე კომპონენტის წარმოების ტექნოლოგიისა და მასალის მიმართ. ამიტომ ჩვენი პარტნიორებისა და კლიენტებისთვის ჩვენ ვავითარებთ მორგებულ სამრეწველო გადაწყვეტილებებსა და პროდუქტებს და საიმედოობის, მოქნილობისა და ეფექტურობის გარანტიას ვიძლებით.

მრავალმხრივ გამოყენებადი

Wilo-ს პროდუქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალმხრივ გამოყენებას პოულობს.

სასურსათო ინდუსტრია

როდესაც საქმე ეხება სურსათს მოთხოვნები არ შეიძლება იყოს საკმარისად მაღალი. რადგანაც ამ შემთხვევაში საქმე უშუალოდ ჩვენს ჯანმრთელობას ეხება. ამდენად, ამ დარგსაც ასევე ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვს ყველა მონაწილე კომპონენტის ტექნოლოგიისა და მასალის მიმართ. პროცესის ყოველ ეტაპზე საწარმოო პარამეტრები, როგორებიცაა ტემპერატურა და სიმკვრივე, ზუსტად უნდა იყოს შენარჩუნებული ხარისხისა და ჰიგიენის კრიტიკული სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ასე რომ, ტუმბოებმა თავიანთი ფუნქციონალურობა და საიმედოობა ყოველდღიურად უნდა დაამტკიცონ.

ლითონის ინდუსტრია

ფოლადი დღევანდელ დღეს არის აუცილებელი კომპონენტი ტექნიკური პროგრესისა. ამასთან ფოლადის წარმოება წარმოადგენს მრეწველობის დარგს ენერგიასა და წყალზე უდიდესი მოთხოვნილებით - და ამავდროულად გთავაზობთ დანაზოგის უზარმაზარ პოტენციალს. წყლის საიმედო მიწოდებასა და წყალარინებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმოების პროცესში. მაცივებელი წყლის მაღალი დატვირთვა აგრესიული და აბრაზიული საშუალებებით ყველაზე მაღალ მოთხოვნებს უყენებს გამოყენებულ სატუმბ სისტემებს. ამ შემთხვევაში მაღალეფექტურად მუშაობენ Wilo-ს ტუმბოები 24 საათის განმავლობაში და აღწევენ ექსპლუატაციის მაქსიმალურ ვადას.

სამთო მრეწველობა

ლითონები, როგორებიცაა ვერცხლი და სპილენძი, მეტისმეტად გამტარია და დღესდღეობით გამოიყენება ელექტრონული მრეწველობის ყველა სფეროში. მოპოვება საკმაოდ ხარჯიანია: ხშირად მარაგები განთავსებულია რამდენიმე ასეულ მეტრ სიღრმეზე მიწის ქვეშ. ამ სიღრმეზე მადნის მოპოვებისას წყალი - ამ შემთხვევაში გრუნტისა და ჩამდინარე წყლების ნაკადები - წარმოადგენს დიდ გამოწვევას. Wilo-ს სექციური ტუმბოები იდეალუია სამრეწველო გამოყენებაში მაღალი წნევისას, როგორც მაგალითად სამთო მოპოვებაში წყლის გადაგდებისას.

ენერგიის წარმოება

ენერგია წარმოადგენს სიცოცხლის ძირითად ერთეულს. ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს სჭირდებათ ენერგია - და მოიხმარენ კიდევაც მას. აქედან გამომდინარე, ენერგიაზე მოთხოვნა მსოფლიოში გამუდმებით და სწრაფად იზრდება. ამიტომაც ტექნოლოგიური პროგრესის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენება და წარმოება.

ამაში ღირებული წვლილი შეაქვთ Wilo-ს მილისებრ სამაგრ ტუმბოებს, რომლებიც გამოიყენება მაგალითად მაცივებელი წყლის მოპოვებაში. უახლესი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მიღწეულ იქნა ტუმბოებთან დაახლოებით 90 პროცენტიანი ჰიდრავლიკური მარგი ქმედების უმაღლესი კოეფიციენტი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგეტიკულ ხარჯებს.