Распределение и повышение давления

სადრენაჟო მოწყობილობებს ასევე შეხვდებით კერძო საყოფაცხოვრებო საკუთრებებსა და მიწის ნაკვეთებზე, ისევე როგორც ღია სივრცით დაწესებულებებში. Wilo-ს სადრენაჟო ტუმბოები მრავალი წლის მანძილზე წარმატებით გამოიყენება სიღრმეში, სიმაღლეში, სივრცეში და სპორტული დაწესებულების მშენებლობების სფეროებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ტუმბოები ტბებიდან და მდინარეებიდან წყლის ამოსატუმბად და სხვადასხვა სახის დრენირებისათვის გამოიყენება.

წყლის სისტემების წნევის ეფექტური მენეჯმენტი მომხმარებლამდე

წყლით საიმედო და შეუფერხებელი მომარაგება საჭიროა იმისათვის, რომ გარანტირებული იქნას მოსახლეობის ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი. ხშირად მოძველებული მილები პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ისინი მუდმივი წყლის წნევის პირობებში პოროზული ხდება. ამის შედეგად წარმოიქმნება ნახეთქები, რომლებიდანაც წყალი იკარგება. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ წყლის ამგვარი დანაკარგები, წყლის მილების სისტემა გამუდმებით მოწმდება ელექტრონული აპარატებით. მილებზე მაღალი წნევის შედეგად წყლის დანაკარგის შემცირების კიდევ ერთ საშუალებას წნევის ეფექტური მენეჯმენტის ფარგლებში სათანადო ტუმბოების შერჩევა წარმოადგენს. საიმედო და ჭკვიანი Wilo-ტუმბოები უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლამდე ყოველთვის სასურველი წნევის მიტანას და დანაკარგებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების მინიმუმამდე დაყვანას.

Druckerhöhung Trinkwasserversorgung aus dem öffentlichen Netz
Druckerhöhung Trinkwasserversorgung aus dem öffentlichen Netz

წყლის განაწილება და წნევის მომატება ქალაქში

შენობის ფარგლებში წნევის მომატების სისტემები წყლის განაწილების სისტემის ნაწილს წარმოადგენს. ისინი უზრუნველყოფს სასმელი, სამომხმარებლო და სახანძრო წყლის საჭირო წნევას მაღალ სართულებზე. მათი გამოყენება საჭიროა მაღლივ ნაგებობებსა და განსაკუთრებული მდებარეობის შენობებში, რადგანაც წყლის მომარაგების სისტემა არ არის საკმარისი და კანონით მოთხოვნილია წყლის სხვაგვარი წნევა. მოცემულ შემთხვევაში Wilo გთავაზობთ საკითხის გადაჭრის სათანადო გზებს განაწილებისა და წნევის მატების ნებისმიერ გამოწვევასთან გასამკლავებლად. შენობებში გამოყენების პარალელურად წნევის მატების სისტემები ასევე გამოიყენება წყლის საქაჩი ქსელების მიერ ამოსაქაჩი რაოდენობის გაზრდისათვის; აღნიშნული ქსელები განთავსებულია სიმაღლის ბუნებრივი სხვაობის მქონე ნაგებობებში. დეტალების მაღალი გამოყენებისა და დატვირთვის საფუძველზე რეკომენდირებულია ნახევარი წლიდან ერთ წლამდე პერიოდში ტექნიკური მომსახურების ჩატარება, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრო და გრძელვადიანად გამართული ექსპლოატაცია.