შენობის ავტომატიზაცია

ინტელექტუალური გადაწყვეტები შენობის ავტომატიზაციისათვის

არაფერია იმაზე უფრო ხანმოკლე და უმართავი, ვიდრე საინფორმაციო ტექნოლოგიები. რაც დღეს ჯერ კიდევ თანამედროვეა, ხვალ ალბათ უკვე შეიცვლება ახალი სტანდარტით. გარდა ამისა, არსებობს სისტემების მრავალი სხვადასხვა დახურული სამყარო. ასე რომ, შენობების ავტომატიზაციაში გამოიყენება სხვადასხვა საკომუნიკაციო სისტემა.

მოქნილი მოდულარული კონცეფციის მეშვეობით

იმისათვის, რომ ყოველთვის შესაძლებელი იყოს შენობის ავტომატიზაციასთან მიერთების ოპტიმალური რეალიზაცია დღევანდელი და სამომავლო მოთხოვნების შესაბამისად, თითქმის ყველა ტუმბოსთვის Wilo უზრუნველყოფს ინტერფეის-მოდულებს ტუმბოში შესაერთებლად. ამით შესაძლებელია ტუბმოების პირდაპირი მიერთება ადგილზე არსებულ სისტემასთან. შენობის ავტომატიზაციის აღჭურვისა და მოდერნიზაციის დროსაც თქვენი ინვესტიცია საუკეთესოდ არის დაცული: საკომუნიკაციო სისტემის შეცვლისათვის საკმარისია IF-მოდულის გამოცვლა, რაც ხელის სულ რამოდენიმე მოძრაობით სრულდება.

უპირატესობა ორმაგი ტუმბოების მართვის მეშვეობით

ცირკულაციური გამოყენებებისათვის განკუთვნილი Wilo-ს ტუმბოების ბევრი სერია მომზადებულია ორმაგი ტუმბოთი მუშაობისთვის ან უკვე სტანდარტულადაა აღჭურვილი. Wilo-ს ორმაგი ტუმბოების მართვა უზრუნველყოფს არა მხოლოდ გადართვას ან პიკური დატვირთვის მიერთებას, არამედ შეუძლია ზოგიერთ ნაწილში წვლილი შეიტანოს ენერგიის დაზოგვაშიც. გამოყენებაში ორმაგი ტუმბო არ არის უფრო რთული, არამედ უფრო უსაფრთხო და კომფორტული.

მართვისა და რეგულირების მოწყობილობები უფრო კომპლექსური ამოცანებისათვის

სატუმბი სისტემებისა და უფრო კომპლექსური დავალებებისთვისაც აქვს Wilo-ს შესაფერისი ტექნოლოგიები. აქაც კომპონენტები გამზადებულია შენობის ავტომატიზაციაში ინტეგრაციისათვის.

მიმოხილვა

სალტის ინტერფეისები


WILO SE - Main entrance of the Headquarters in Dortmund, Germany

საკომუნიკაციო სისტემა LON


WILO SE - Main entrance of the Headquarters in Dortmund, Germany

Wilo-ს PLR პროტოკოლი

WILO SE - Main entrance of the Headquarters in Dortmund, Germany

მართვისა და შეტყობინების ფუნქცია


WILO SE - Main entrance of the Headquarters in Dortmund, Germany

ორმაგი ტუმბოების მართვა