ძიება
კონტაქტი
ელ.ფოსტა
კატალოგის შექმნა
ჩემი ფავორიტები
Сравнение изделий

ტუმბოს დაპროექტება - მარტივად და სწრაფად

Wilo-Select 4 online – ტუმბოების კონსულტანტი

ახალი Wilo-Select 4 online-ით თქვენ შეგიძლიათ ახლა გამოსცადოთ ტუმბოს პროექტი მე-4. თაობაში - მოქნილად, კომფორტულად, ეფექტურად და მძლავრად. ამასთანავე ინტერნეტის მეშვეობით თქვენს განკარგულებაშია პროდუქციის მუდამ აქტუალური მონაცემები. სულ მარტივად ონლაინ-რეჟიმში, ხელმისაწვდომი ყველგან.

სულ რაღაც 4 ნაბიჯში ხელმისაწვდომია პროდუქციის რეკომენდაცია ან სასიცოცხლო ციკლის ხარჯების საიმედო ანალიზი (LCC-Check).

  • საექსპლუატაციო ხარჯები-წინასწარი დათვალიერების ფანჯრის გახსნა
  • აირჩიეთ შედარებითი ტუმბოები
  • შეამოწმეთ გაანგარიშების მოთხოვნები
  • სასიცოცხლო ციკლის ხარჯებისა და უკუგების პერიოდების შედარება

სასიცოცხლო ციკლის ხარჯების ინტეგრირებული შედარებით (LCC-Check) თქვენ ადვილად იღებთ ინფორმაციას არსებული ტუმბოების ეკონომიურობაზე. Wilo-Select 4 online საზღვრავს ჩანაცვლების ოპტიმალურ ტუმბოს და გაწვდით დამაჯერებელ შედეგებს ევროში გაანგარიშებული დაზოგვის პოტენციალისა და უკუგების პერიოდის ფორმით მონაცემთა ერთ ფურცელში.

Wilo-Select 4 start

პროდუქციის შედარების შესაძლებლობა შეიძლება გამოსადეგი იყოს მიზნობრივი ტექნიკური კონსულტაციისა და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლის ბაზად კლიენტებთან გასაუბრებისას. ასევე ახალია საკუთნოების საიმედო არჩევა წყალმომარაგებისა თუ საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლების გამოყენებებისათვის ინტუიტიური ინტერფეისით, ტენდერების და შეთავაზებების სწრაფად შექმნისათვის. სხვა საექსპორტო ფუნქციები და შეთავაზებებისა და სატენდერო ტექსტების პირდაპირი გაგზავნა ელ-ფოსტით უზრუნველყოფენ თქვენს კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციას.

ჩვენ გირჩევთ, რომ დარეგისტრირდეთ, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ ასევე მიიღებთ პრაის ლისტებს, ასევე სხვა საბაზრო სპეციფიკურ ინფორმაციას პროდუქტზე. პირადი პროექტის ინტეგრირებული საცავი უზრუნველყოფს თქვენი პირადი ნახაზების შენახვას.

თქვენი უპირატესობები

  • კომფორტული და მარტივი ექსპლუატაცია
  • პროდუქტის საიმედო კონფიგურაცია ჰიდრავლიკური გაანგარიშებებით
  • უკუგების პერიოდების, საექსპლუატაციო და სასიცოცხლო ციკლის ხარჯების შედარება ერთი შეხედვით
  • ოპტიმალური მხარდაჭერა დაგეგმვისა და კლიენტების კონსულტაციისათვის