ჭკვიანი გადაწყვეტები გლობალური მეგატენდენციების დროში
Wilo არის შენობების ტექნიკური აღჭურვის, წყლის რესურსების მართვისა და მრეწველობის პრემიუმ მიმწოდებელი. რთულ ტექნოლოგიებს ჩვენ ვხდით მოსახერხებელს, ადვილად გამოყენებადს, ენერგოეფექტურსა და მძლავრს. ამიტომაც ჩვენი საქმიანობის ყურადღების ცენტრში დგანან ადამიანები. ჩვენ გთავაზობთ გამორჩეულ პროდუქტებს, სისტემურ გადაწყვეტებსა და მომსახურეობებს. 1872 წელს დორტმუნდში დაფუძნებული, როგორც სპილენძისა და თითბერის საქონლის ქარხანა, Wilo თავისი ხანგრძლივი, წარმატებული ისტორიის მანძილზე განვითარდა ადგილობრივი სპეციალისტიდან გლობალურ მოთამაშემდე.
ჩვენ ვიცნობთ საკითხებს, რომლებიც მომავალს განსაზღვრავენ და ვავითარებთ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ პასუხობენ. ამიტომაც ჩვენ საქმე გვაქვს გლობალურ მეგატენდენციებთან, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ხანგრძლივ პერსპექტივაში და სიღრმისეულად ცვლიან. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გლობალიზაციის, ურბანიზაციის, კლიმატის ცვლილების, ენერგო დეფიციტის, წყლის დეფიციტის, ასევე ტექნოლოგიური პროგრესისა და დიგიტალიზაციის ტენდენციებს - მათ აქვთ დიდი მნიშვნელობა თქვენი ყოველდღიური მუშაობისთვის. და ამით ასევე ჩვენთვის.
გაიგეთ მეტიდიგიტალიზაციის შესაძლებლობები
განსაკუთრებული პოზიციას მიმდინარე მეგატენდენციებს შორის იკავებენ ტექნოლოგიური პროგრესი და დიგიტალიზაცია. დიგიტალიზაცია ფუნდამენტურად ცვლის მომხმარებლების მოთხოვნილებებს, დამზადების ტექნოლოგიებს, სამუშაო პროცესებსა და წარმოების მეთოდებს. ის გვთავაზობს ახალ ფუნქციონალურ და გამოყენებით შესაძლებლობებს, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდნენ. ჩვენ ვიცნობთ დიგიტალიზაციის შესაძლებლობებს და ვიყენებთ მათ, იმისათვის რომ გავხადოთ მომავალი უფრო უკეთესი და ხელსაყრელი. და ამგვარად ვვითარდებით, როგორც დიგიტალიზაციის ნოვატორები ჩვენს სექტორში. Big Data წარმოადგენს დიგიტალიზაციის ღირებულ ნედლეულს, რომელსაც ჩვენ სარგებლიანად გადავამუშავებთ. ყოველდღიურად უსწრაფესად მზარდი მონაცემთა მოცულობების უზარმაზარი პოტენციალის ოპტიმალური ათვისებისათვის, ჩვენ გარდავქმნით ჩვენს პროცესებს ციფრულ სამყაროში: შორსმჭვრეტელი, ქსელური, მრავალფეროვანი. ჩვენ ვაანალიზებთ რელევანტურ მონაცემებს და ვიყენებთ მათ მიზნობრივად. არსებული მონაცემების სისტემატური შეფასებით ჩვენ ვავითარებთ ახალ ბიზნეს-მოდელებს ასევე მორგებულ ციფრულ მახასიათებლებს ჩვენი ტუმბოების, პროგრამებისა და მომსახურეობებისათვის.
ჩვენი მოთხოვნა - მკაფიოდ ფორმულირებული
ადამიანების, პროდუქციის, მომსახურეობების, ქარხნებისა და მანქანების ინტელექტუალური დაქსელვით ჩვენ ეფექტურად ვიყენებთ დიგიტალიზაციას, იმისათვის რომ შევიმუშავოთ ჭკვიანი გადაწყვეტები. ამაზე მსოფლიო მასშტაბით ყოველდღიურად მუშაობს დაახლოებით 7,400 თანამშრომელი. 16 წარმოების ობიექტზე 60-ზე მეტ შვილობილ კომპანიაში 60 ქვეყანაში. ასე იქმნება პროდუქტები, სისტემები და მომსახურეობები, რომლებიც წინ უსწრებენ თავიანთ დროს. ამით ჩვენ ვუადვილებთ ცხოვრებას ჩვენს მომხმარებლებს და ვაუმჯობესებთ მომავალს