ძიება
კონტაქტი
ელ.ფოსტა
კატალოგის შექმნა
ჩემი ფავორიტები
Сравнение изделий

შენობის ტექნიკური აღჭურვილობა- ქსელური გადაწყვეტები ოპტიმალური მიკროკლიმატისათვის

ტუმბოები და სატუმბი სისტემები გათბობის, კონდიცირების, გაგრილებისა და სანიტარული მოხმარების ცხელი წყლისათვის

მეგატენდენციების ეპიცენტრში, რომლებიც სიღრმისეულად ცვლიან ჩვენს ცხოვრებას, დგანან ტექნოლოგიური პროგრესი და დიგიტალიზაცია. ისინი უზრუნველყოფენ პროდუქტების დაკავშირებას მძლავრ, ეფექტურ სისტემებთან. უაღრესად დახვეწილი სენსორული და ანალიტიკური ტექნოლოგიები დაუყოვნებლივ ახდენენ შეგროვებული მონაცემების შეფასებას და ახორციელებენ შესაბამის კორექტირებებს. ტუმბოები წარმოადგენენ ამ ინტელექტუალური ინფრასტრუქტურების ნაწილს: ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგიისა და სასმელი წყლის მართვაში. და ამასთან ყველა სახის შენობისთვის, დაწყებული ერთ ოჯახიანი სახლებიდან, დამთავრებული დიდი სამრეწველო კომპლექსებით. Wilo-ს ტუმბოები მუშაობენ მაღალეფექტურად, არიან ინდივიდუალურად მორგებადი და შენობის ავტომატიზაციაში ადვილად ინტეგრირებადი. რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ გარშემო არსებულ სისტემებთან კომუნიკაცია და ცვალებად მოთხოვნებთან ადაპტირება ხვალინდელი დღის ჭვიანი ინფრასტრუქტურებისათვის გადამწყვეტია.

გაიგეთ მეტი

კლიმატის ეფექტური რეგულირება - გერმანული ფეხბურთის მუზეუმი დორტმუნდში

რამდენადაც უფრო დიდია ობიექტი და მრავალმხრივი გამოყენება, იმდენად უფრო მაღალია მოთხოვნები ტექნიკისა და ინტელექტუალური დაქსელვის მიმართ. შესანიშნავი მაგალითია გერმანული ფეხბურთის მუზეუმი დორტმუნდში. გარდა საგამოფენო დარბაზებისა, 7,700 კვადრატული მეტრი დათმობილია მრავალფუნქციური დანიშნულების არენისათვის, სხვადასხვა კვების ობიექტითა და ღონისძიებებისათვის განკუთვნილი ცალკე სართულით. რამდენიმე მეტრის სიმაღლის შუშის ფასადი მულტიმედიურად მუშაობს - და ამიტომ არ შეიძლება რომ დაიორთქლოს. კლიმატის ოპტიმალური რეგულირებისათვის ზრუნავს 21 მაღალეფექტური ცირკულაციური ტუმბო, სრული მასშტაბით კონტროლირებადი შენობის მართვის სისტემის მიერ. Wilo-ს ტუმბოები იძლევიან რესურსების დამზოგავი ექსპლუატაციის გარანტიას და გთავაზობენ ეკონომიის მაქსიმალურ პოტენციალს.

გაიგეთ მეტი

მრავალმხრივ გამოყენებადი

ჩვენი გადაწყვეტებით თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა სახის შენობები უზრუნველყოთ სასიამოვნო მიკროკლიმატითა და სანიტარული ცხელი წყლით. დიაპაზონი ვარირებს ერთ ოჯახიანი სახლებიდან საიჯარო, ადმინისტრასიულ და კომერციულ შენობებამდე, როგორებიცაა საავადმყოფოები, საოფისე კომპლექსები თუ სასტუმროები.