ძიება
კონტაქტი
ელ.ფოსტა
კატალოგის შექმნა
ჩემი ფავორიტები
Сравнение изделий

Wilo-OEM Solutions

წინასწარ ვიფიქროდ ერთად - თქვენი წარმატებისათვის

OEM Solutions-ის მეშვეობით შორსმიმავალი იდეები ხელმისაწვდომ ფარგლებში ექცევა. როგორც მოწყობილობის წამყვანი თავდაპირველი მწარმოებლი, ჩვენ ვხედავთ ჩვენს თავს თქვენი ბიზნესის ნაწილად და ზუსტად ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი პროცესები. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებული, ინოვაციური გადაწყვეტების შესამუშავებლად, რომელთა მეშვეობით თქვენ გახდებით ნოვატორი თქვენს ბაზარზე. ჩვენ მოგიმზადებთ აღნიშნულ გადაწყვეტებს თქვენს მიერ შერჩეულ დროს ხანგამძლედ და უმაღლეს ხარისხად. ამით სარგებელს იღებს მთელი თქვენი კომპანია. დაწყებული კორპორაციული მართვით დამთავრებული შესყიდვამდე. დაწყებული ლოჯისტიკით დამთავრებული კვლევებითა და შემუშავებებით. უაღრესად თავდადებული თანამშრომლობის წყალობით თქვენი წარმატებისათვის.

წარმოიდგინეთ, რომ გყავდეთ პარტნიორი, რომელსაც იდეალურად ესმის თქვენი სამუსაო პროცესი.

პარტნიორული თანამშრომლობა - ეს ჩვენთვის ნიშნავს გვესმოდეს თქვენი და თქვენი ბიზნესის ისე კარგად, რომ შევძლოთ თქვენთვის გავხდეთ საუკეთესო გზის გამკვალავი წარმატების მიმართულებით. ჩვენ გვსურს ზუსტად თქვენს ენაზე საუბარი. ჩვენ გვსურს ვიცნობდეთ თქვენი პროცესების ყოველ დეტალს. ამ გზით, ჩვენ ვფლობთ იდეალურ ნოუ-ჰაუს იმისათვის, რომ თქვენთან ერთად შევძლოთ ინდივიდუალური გადაწყვეტების შემუშავება.

თქვენი ბიზნესით მგზნებარე გატაცებით და ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, ასევე ყოვლისმომცველი ასორტიმენტით ჩვენ გიადვილებთ იმას, რომ შეძლოთ ბაზრის დარწმუნება. რისი გაგებაც ყველას სარგებელს მოუტანს თქვენთან. ჩვენი კლიენტების წარმატება ეფუძნება იმას, რომ მათი ამოცანების ყველა სფერო თავის სპეციფიურ მოთხოვნებსა და მიზნებს ადვილად აღწევს. სწორედ ამაზეა ჩვენი გუნდური მუშაობის სტილი ორიენტირებული. ეს საშუალებას აძლევს თქვენს ტოპ-მენეჯმენტს მისდიოს შორსმიმავალ მიზნებს. თვენი საწარმოს ხელმძღვანელს შეუძლია შეუფერხებელი პროცესების იმედი იქონიოს. თქვენს კვლევებსა და შემუშავებებს შეუძლიათ დაეყრდნონ ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომლებიც არის ულტრათანამედროვე. თქვენი შენაძენი შესაძლებელია გამითვალოს ზუსტი ფასებით და შესაბამისად მას აქვს ხარჯების საიმედოობა. თქვენი ინჟინრები მოხარულები იქნებიან უმაღლესი ეფექტურობის გადაწყვეტებით. და თქვენს ხარისხის მენეჯმენტს აქვს პროცესის საიმედო გარანტია.

ისინი ეყრდნობიან უმაღლესი კლასის ნოუ-ჰაუს. დაწყებული პროდუქტიდან დამთავრებული აპლიკაციებით.

დაახლოებით 500 გამოცდილი და კომპეტენტური თანამშრომელი მუშაობს ჩვენთან ერთად საუკეთესო გადაწყვეტებისათვის. ისინი ფიქრობენ ჩვენი კლიენტებისათვის და მათთან ერთად ნორმის ფარგლებს მიღმა. მათ რიცხვს განეკუთვნებიან ჩვენი ინოვაციური კვლევებისა და შემუშავებების ჯგუფები, ჩვენი სპეციალისტები ელექტრონიკისა და ძრავების ტექნოლოგიაში, ასევე ჩვენი მრავალმხრივი ტესტირების ლაბორატორია და მრავლისმომცველი ასორტიმენტი, როგორც სისტემის არსებული კომპონენტებისა, ასევე ინდივიდუალურად შემუშავებული სისტემის ინტეგრირებული კომპონენტებისა. ეს არის ჩვენი ექსპერტული გამოცდილების ბაზა, საიდანაც თქვენ სარგებელს იღებთ ყოველდღიური თანამშრომლობისას. ხარისხი, რომლის უზრუნველყოფაც ჩვენ შეგვიძლია, რადგან ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ კონკრეტულ სფეროებზე და ამით შეგვიძლია შევიძინოთ დეტალების განსაკუთრებული ცოდნა. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ხედვას გადაწყვეტების საუკეთესო ვარიანტებისთვის: გათბობისა და გაგრილების, მზის თერმული ტექნოლოგიის, გეოთერმიისა და სანიტარულ სფეროებში.

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი გამოყენების სფეროს ინდივიდუალური გადაწყვეტა.

ჩვენი მიზანია, რომ შევძლოთ თქვენთვის ნებისმიერი ტიპის გამოყენებისათვის ინდივიდუალურად მორგებული თავდაპირველი მწარმოებლის პროდუქციის შეთავაზება. ჩვენი განსაკუთრებული ცოდნა ბაზრებისა, ტუმბოების სერიების მეტად მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს. იგი აკმაყოფილებს თითქმის ყველა მოთხოვნას. ჩვენ ასევე გთავაზობთ ინდივიდუალურად შემუშავებულ ინტეგრალურ პროდუქტებს. ყველა მათი მრავალფეროვნებითა და ძლიერი მხარეებით, ყველა სერიას მაქსიმალურ ეფექტურობასთან ერთად ერთი რამ აქვს საერთო: უაღრესად მაღალი მოთხოვნების მქონე ხარისხი, მოწინავე ტექნოლოგია და Wilo-ს მარკის სრული ნოუ-ჰაუ. დაკავშირებულია საიმედოობასთან, რომლითაც თქვენ ყოვლისმომცველი მომსახურეობებიდან სარგებლობთ.

Wilo-Para STG

Wilo-Para SC

Wilo-Para

Wilo-Para – საიმედო OEM-ტუმბო

Wilo-Para, ცირკულაციური ტუმბოების ახალი თაობა თავდაპირველი მწარმოებლისათვის, ხასიათდება მაქსიმალური კომფორტით მონტაჟისას და ექსპლუატაციაში შეყვანისას, რასაც შესაძლებელს ხდის მისი კომპაქტური აგებულება და მარტივი კონფიგურაცია წინასწარ განსაზღვრული ნაგულისხმები პარამეტრებით. ჩვენი თავდაპირველი მწარმოებელი მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნებისათვის ჩვენ გთავაზობთ როგორც თვითრეგულირებადი ტუმბოების (dp-v, dp-c, n-constant), ასევე გარედან IPWM-ის ან LIN-Bus ინტერფეისებით რეგულირებადი ტუმბოების მრავლისმომცველ ასორტიმენტს. მწვანე ღილაკის ტექნოლოგიის და უნიკალური სამომხმარებლო LED-ინტერფეისის წყალობით ხელმისაწვდომია უამრავი ინტელექტუალური ფუნქცია.

პროდუქტის მახასიათებლები:

  • მარტივი ინტეგრაცია უკუთავსებადობისა და კომპაქტური აგებულების მეშვეობით
  • მაქსიმალური მოქნილობა თავდაპირველი მწარმოებლისთვის კლიენტზე მორგებული წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების შემდგომი კონფიგურაციით
  • მარტივი მოხმარება და ექსპლუატაციაში გაშვება მწვანე ღილაკის ტექნოლოგიისა და უნიკალური სამომხმარებლო
  • LED-ინტერფეისის მეშვეობით
  • უსაფრთხო ექსპლუატაცია ინტელექტუალური ფუნქციების წყალობით, როგორებიცაა მექანიკური ვენტილაცია, მექანიკური გადატვირთვის ფუნქცია ან ფუნქცია ქარხნული პარამეტრების აღსადღენად
  • ადვილად ჩანაცვლებადი სიგნალის კონექტორზე, ტუმბოების მონაცემებზე და ძრავის სამონტაჟო ჭანჭიკებზე პირდაპირი წვდომის წყალობით
  • ონლაინ-წვდომა პროდუქციის აქტუალურ ინფორმაციაზე QR-კოდის მეშვეობით