ძიება
კონტაქტი
ელ.ფოსტა
კატალოგის შექმნა
ჩემი ფავორიტები
Сравнение изделий

დაგეგმეთ მომავალი Wilo-სთან ერთად – დაწყებული ნახაზიდან გაგრძელებული CAD-ით და დამთავრებული BIM-ით.

Building Information Modeling (BIM)

Building Information Modeling (BIM)-ის გამოყენება შენობის ავტომატიზაციაში ჯერ არ არის თავისთავად ცხადი მოვლენა. Wilo არის მსოფლიოში ტუმბოების პირველი მწარმოებელი, რომელიც თქვენი BIM-პროექტებისათვის თავის BIM-მონაცემებს უმარტივესი გზით ხდის ხელმისაწვდომს.

Wilo-Revit Plugin

როგორც სპეციალისტ-დამგეგმავს MagiCAD ობიექტების ბიბლიოთეკაში წვდომით თქვენ უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ Wilo-ს სრული, აქტუალური მონაცემთა ბაზა. Wilo Revit Plugin-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ინტელექტუალური Revit-ის სახეობები ETIM-ის პროდუქციის შესახებ ინფორმაციით პირდაპირ თქვენს BIM-პროექტებში. ამ „Wilo Button“-ს თქვენ აინსტალირებთ უშუალოდ Revit-ში. იგი ფუნქციონირებს თქვენს მიერ გამოყენებული BIM-ხაზვის პროგრამისგან დამოუკიდებლად.

Wilo Revit Plugin-ის დანერგვა BIM-ისთვის წარმოადგენს ყოვლისმომცველი მომსახურეობის ნაწილს, რომელიც ეხმარება ინსტალატორებს, კონსულტანტებს, ბითუმად მოვაჭრეებს, ტექნიკურ მომსახურეობებს და OEM-პარტნიორებს.

Wilo Competence-ის აღნიშვნის ქვეშ მოიაზრება ეს მთლიანი გადაწყვეტა, როგორც შეთავაზება. მომსახურეობა BIM-მხარდაჭერასთან ერთად მოიცავს ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას, Wilo-პროდუქციის კატალოგს და Wilo-Select-ს, Wilo-ს გამოცვლით სერვისებსა და ინსტრუმენტებს, სწავლების კონცეფციას Wilo-Brain და დახმარებას GBS-ტუმბოს გადაბმულობების გადანაცვლებისას.

Wilo არის BIM ready

  • ადვილი წვდომა Wilo-ს BIM-მონაცემებზე
  • Wilo-CLAB-ის მეშვეობით Revit-ში. Wilo-CLAB-ი ფუნქციონირებს Autodesk-Revit-ის ყველა ვერსიაში
  • აქტუალური მონაცემები ვებ-სერვერთან პირდაპირი დაკავშირების წყალობით
  • კომპაქტური CAD-მოდელები მონაცემთა ნაკლები სიდიდით
  • ჩაშენებული პროდუქტის ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
  • მზად მხარდაჭერისთვის შენობის სიცოცხლის მთლიანი ხანგრძლივობის მანძილზე

ახალი გადაწყვეტები ციფრული მომავლისათვის

სამუშაო გარემოს დიგიტალიზაცია და შენობათა დაგეგმარების სირთულე იწვევს დიდი რაოდენობის მონაცემების წარმოქმნას. შესაძლო გადაწყვეტებმა უნდა უზრუნველყონ მონაცემთა მარტივი ხელმისაწვდომობა და ყველა მონაწილე მხარეს მისცენ ეფექტური თანამშრომლობის საშუალება. მიზანი არის, პროდუქტისა და შენობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, ყველა რელევანტური მონაცემის კომბინირება ერთ ციფრულ მოდელში და მათი დაქსელვის შესაძლებლობა.

x-ray

რას წარმოადგენს BIM

Das Building Information Modelling (BIM) წარმოადგენს დაგეგმვის მეთოდს სამშენებლო ინდუსტრიაში, რომელიც შენობა-ნაგებობის ფიზიკური და ფუნქციონალური მახასიათებლების ციფრული ვირტუალური გამოსახულების შექმნასა და მართვას მოიცავს. BIM გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს გაგებული, როგორც ოპტიმიზაციის პროცესი ბიზნესში, ასევე როგორც კულტურული ცვლილების ნაწილი პროექტის განხორციელებაში. დასაშვებია ყველა ზომის პროექტისთვის.

BIM წარმოადგენს გადაწყვეტას, რომლის შემთხვევაშიც ყველა რელევანტური მონაცემი მშენებლობის მთლიანი პროცესის განმავლობაში ინახება, გამოიყენება და იმართება 3D-Modell-ში.

ზოგადი უპირატესობები:

  • ოპტიმიზირებული CAD-გეომეტრია
  • ინფორმაციაზე მარტივი წვდომით გაზრდილი პროდუქტიულობა
  • შეცდომის თავიდან აცილება აქტუალური მონაცემების მეშვეობით პროცესის ყველა მონაწილისათვის
  • სწრაფი სამუშაო პროცესი
  • შემცირებული სამუშაო დროები და ხარჯები

BIM შენობის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის თანმხლებია

შენობის სასიცოცხლო ციკლის ყველა პროცესი დაკავშირებულია: დაგეგმვასთან, პროექტირებასთან, რეალიზაციასთან, დოკუმენტაციასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ შენარჩუნებასთან. BIM ამასთან გამოიყენება, როგორც მონაცემთა ცენტრალური მოდელი, რომელიც თან სდევს და მხარს უჭერს სასიცოცხლო ციკლს. დაგეგმილი ელემენტების ვიზუალიზაცია ასევე ყოვლისმომცველი დოკუმენტაცია აადვილებს პროცესის ეტაპების მიმდინარეობას. პარამეტრები და დანახარჯთა მატარებლები ექსპლუატაციაში გაშვებისათვის განისაზღვრება სასიცოცხლო ციკლის უკვე ადრეულ ფაზაში, ისე რომ დაგეგმვის პირველივე გადაწყვეტილებებს უკვე აქვთ გავლენა შემდგომ საერთო დანახარჯებზე.

ყველა ბიზნეს პარტნიორი იღებს სარგებელს BIM- ისგან

დამგეგმავი:

  • მოდელირების ინსტრუმენტების მარტივი გამოყენება
  • სპეციფიკაციების სრული ინტეგრაცია
  • ძალიან ზუსტი უახლესი მოდელები

BIM-დარგის პროფესიონალი დამგეგმავი:

  • ჩასადგამი პროგრამული მოდულის (Plug in) თავსებადობა ყველა Revit ვერსიასთან
  • ინტეგრირებული საერთაშორისო სტანდარტები (ETIM, CIBSE)
  • პროდუქციის ბიბლიოთეკის უფასო გამოყენება

კვალიფიციური ხელოსანი/კონტრაქტორი:

  • ამომწურავი ინფორმაციით მოდელების ფარგლებში
  • დაბალი რეზოლუციის ფაილები კომპლექსური მოდელების გამოსახულებისათვის
  • ბმულებით გადასვლა მომხმარებლის სახელმძღვანელოებზე

ობიექტის მართვა:

  • მომზადებული მოდელები ტექნიკური მომსახურეობის მიზნებისთვის
  • ბმულებით გადასვლა პროდუქციის დოკუმენტაციაზე
  • ტექნიკური მომსახურეობის ინტეგრირებული მონაცემებით

როგორ ფუნქციონირებს BIM

  • Wilo ხელმისაწვდომს ხდის თავის BIM-მონაცემებს Autodesk Revit-ისთვის ახლა უკვე უფასოდ და ხაზვის გამოყენებული პროგრამისგან დამოუკიდებლად Content Library Access Button-ის მეშვეობით (Revit Plugin).
  • მომხმარებლებს, რომლებიც ამ უფასო Revit Plugin-ს აინსტალირებენ, Revit-ში სპეციალური„Wilo-Button“-ის მეშვეობით აქვთ პირდაპირი წვდომა Wilo-ს BIM-მონაცემებზე.
  • Wilo-ს BIM-გადაწყვეტა ეხმარება ინსტალატორებს, კონსულტანტებს, ბითუმად მოვაჭრეებს, ტექნიკურ მომსახურეობებს და OEM-პარტნიორებს.
  • მათთვის ახლა Revit-ში Wilo-Button-ზე მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით ხელმისაწვდომია, მაგალითად, ახალი, ხანგამძლე ტუმბოების სერიების ყველა მონაცემი.
  • სასურველი ტუმბოს არჩევა შესაძლებელია პირდაპირ ETIM-მახასიათებლების მიხედვით და როგორც Revit Family-ს ინტეგრირება BIM-მოდელში.
  • Wilo-ს შესაბამისი პროდუქტების ამ Revit Families-ზე ახლა მიბმულია ასევე ETIM-პროდუქციის შესახებ ინფორმაცია (ETIM-მახასიათებლები). BIM-მოდელების ინტელექტუალური მოდელირება შესაფერისი გადაწყვეტების მიხედვით ბევრად მარტივი და ეფექტურია.
  • ამასთანავე CAD-მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი რჩება Wilo-ს CAD-მონაცემები STEP- და DWG-ფორმატში Wilo-ს ონლაინ-CAD-კატალოგში.
  • ქვემოთ არის პირდაპირი ბმული Wilo Revit Plugins-ის დაინსტალირებისათვის. ასევე შესაძლებელია საინსტალაციო პროცესის აღწერილობის ჩამოტვირთვა PDF-დოკუმენტის „Installatieprocedure Wilo-CLAB“ სახით.

მინიმალური მოთხოვნები Wilo Revit Plugin-ისთვის

  • Autodesk Revit 2013 ან უფრო ახალი ვერსია
  • არანაირი Autodesk Revit LT (Revit-Plugin არ არის შესაძლებელი Revit LT-ში)
  • ინტერნეტ-წვდომა
  • თუ Autodesk Revit-ი დაინსტალირებულია Citrix-გარემოში, Revit-Plugins-ის დასაინსტალირებლად დაუკავშირდით თქვენს სისტემურ ადმინისტრატორს.

Wilo-ს მხარდაჭერა

Wilo გეხმარებათ შენობების მთლიანი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე შემდეგი საშუალებებით:

  • პროდუქციის შესახებ მონაცემებით ინსტალაციისას
  • ტექნიკური მომსახურეობისას სახელმძღვანელოებსა და ინსტრუქციებზე ადვილი წვდომით
  • Wilo-სერვისით ექსპლუატაციისას
  • ენერგოეფექტური გადაწყვეტებით შემდგომი ოპტიმიზაციებისას