ძიება
კონტაქტი
ელ.ფოსტა
კატალოგის შექმნა
ჩემი ფავორიტები
Сравнение изделий

Wilo-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)

ადამიანებისაგან ადამიანებისათვის

როგორც გლობალურად მოქმედი პრემიუმ-მომწოდებელი შენობების ტექნიური აღჭურვის, წყლის რესურსების მართვისთვისა და მრეწველობისთვის, ჩვენ ვატარებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მომხმარებლების, საზოგადოების, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და გარემოს წინაშე. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობით სავსე ქმედება და საზოგადოებრივი ჩართულობა ჩვენთვის კომპანიის წარმატებული განვითარების განუყოფელი ნაწილია.

Wilo-ჯგუფისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე შეწირულობები და სპონსორობაა. CSR Wilo-ს შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა ნიშნავს კომპანიის მდგრად მართვას: კეთილსინდისიერი ბიზნეს ურთიერთობები, თანამშრომლებზე ორიენტირებული საკადრო პოლიტიკა კულტურათაშორის კონტექსტში, ბუნებრივი რესურსების ეკონომიური გამოყენება, კლიმატისა და გარემოს დაცვა, ადგილობრივი ჩართულობა და პასუხისმგებლობა მიწოდების ჯაჭვში.

ჩვენი ჩართულობა ადგილობრივად

ჩვენ გვჯერა, რომ როგორც გლობალურმა მოთამაშეებმა, 60 ზე მეტი წარმოებისა და გაყიდვების კომპანიით ყველა კონტინენტზე მსოფლიოში, გრძელვადიანი წარმატებისათვის უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ გლობალური, არამედ ადგილობრივი მასშტაბით. ჩვენი მიზანი ამასთან არი ის, რომ Wilo ოპტიმალურად იყოს ინტეგრირებული რეგიონალურ საზოგადოებაში და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პოზიტიურად იყოს აღქმული.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩართულნი ვართ მრავალ ნაციონალურ და საერთაშორისო კორპორატიულ სამოქალაქო პროგრამაში კულტურის, განათლებისა და განვითარების ხელშესაწყობად ჩვენს უშუალო სამეზობლოსა და ადგილობრივ გარემოში. შემდეგი მაგალითები გიჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს ყველაფერი:

წყლის მარში! ― მასაის დასახმარებლად

საკმარისია წყლის ონკანის გახსნა და უკვე იღვრება ცივი წყალი - ის რაც ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია, მსოფლიოს სხვა წერტილებში წარმოუდგენელ ფუფუნებას წარმოადგენს. მაგალითად აფრიკაში ადამიანები წყლის დეფიციტს განიცდიან. დაახლოებით 2,000 ადამიანისთვის ჩრდილოეთ ტანზანიაში ეს პრობლემა სამომავლოდ მოგვარებულია: პროექტის „ჭაბურღილები მასაისათვის“ დახმარებით და WILO SE-ს ტუმბოების სპეციალისტების შეწირულობების წყალობით უკვე ხდება სოფელ ლოლტეპეს, პროვინციის დედაქალაქი არუშადან სამხრეთით 150 კილომეტრში, წყლით მომარაგება. პეტერ ლიოზემ, Wilo-ს წარმომადგენელმა ჩრდილოეთ ბავარიის მხარეში, გადასცა რამდენიმე ათასი ევროს ღირებულების ტუმბოების შემოწირულობა ბურკარდ ფრაითაგს, პროექტის „ჭაბურღილები მასაისათვის“ ორგანიზატორს და აღნიშნა: „როგორც გლობალურად მოქმედი კომპანია, რომელიც ასევე ზრუნავს მდგრადობისათვის, ჩვენ სიამოვნებით ვუჭერთ მხარს ისეთ პროექტებს, როგორიცაა ბურკარდ ფრაითაგის დახმარების პროექტი“. ჭაბურღილები, რომლებშიც ტუმბოები გამოიყენება, უზრუნველყოფენ წყლით მომარაგებას დაახლოებით 30 კილომეტრის ფარგლებში სოფლის გარშემო. წყლის მიწოდების პუნქტები, რომლებიც პროექტის მეშვეობით წარმოიქმნა, სოფლის მაცხოვრებლებისთვის დიდი დახმარებაა. ასე რომ, ამასობაში ლოლტეპესში უკვე სკოლა და საბავშვო ბაღიც კი არსებობს.

ჰუანგშის მხარეში Shikeng-Wilo-Hope-ის დაწყებითი სკოლა

თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ მათი საკუთარი სკოლის დამფუძნებიდან, Shikeng-ის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს კვლავ აქვთ მიზეზი იმედით სავსე თვალებით იყურონ მომავლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ხანგრძლივი და საკმაოდ წარმატებული ისტორია აქვს - არაერთი სკოლადამთავრებული მოსწავლე სწავლობდა მოგვიანებით უნივერსიტეტში - საჯარო სალაროს არ ეყო სახსრები შენობის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად. შედეგად სკოლა კლასიფიცირებულ იქნა როგორც სახიფათო და ახალი შენობა გახდა საჭირო.

2008 წელს Wilo-ჩინეთის ინიციატივით მოეწყო შემოწირულობების აქცია Shikeng-ის დაწყებითი სკოლის აღსადგენად. თანამშრომლებმა შეაგროვეს შემოწირულობები 170,000 ჩინური იუანის (RMB) ოდენობით, Wilo-მ გაიღო კიდევ 50,000 იუანი (RMB) – ასე ჯამში სულ შეგროვდა 220,000 იუანი (RMB), რაც შეესაბამება 23,500 ევროს. ჰუანგშის სკოლის მმართველ ორგანოსთან თანამშრომლობით 200,000 იუანი (RMB) დაიხარჯა Shikeng-ის დაწყებითი სკოლის ახალი შენობისთვის, დარჩენილი 20,000-ით შესაძლებელი გახდა სხვა დაწყებითი სკოლისთვის ბიბლიოთეკის აშენება.
2010 წელს დასრულდა სასწავლებლის შენობა ახალ სახელდარქმეული დაწყებითი სკოლა Shikeng-Wilo-Hope. ამჟამად, ცხრა კლასს 456 მოსწავლით ზედამხედველობას უწევს 20 მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი. მადლობის ნიშნად, ახალი სკოლის ჭიშკრის გვერდითა კედელზე ამოტვიფრულია როგორც ყველა შემომწირველის სახელი, ასევე Wilo-ჯგუფის ლოგო.

1,000 თაფკვერას გული და გულუხვი შემოწირულობა

3,000-ზე მეტი სტუმარი – თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად – შეუერთდა საშობაო სულისკვეთებას გულუხვობით საშობაო ბაზრობით შთაგონებულ ზეიმს კომპანიის სათაო ოფისში დორტმუნდში. ამ ამაღელვებელი ღონისძიების ფარგლებში Wilo-ს დირექტორთა საბჭომ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს მათი განსაკუთრებული წვლილისთვის 2010 წელს: კომპანიას შეუძლია თვალი გადაავლოს ბიზნესის განვითარების ძალიან პოზიტიურ დინამიკას, რაც შესაძლებელი გახდა მხოლოდ მთელი სამუშაო ძალის სრული ჩართულობით ყველა დონეზე.

განსაკუთრებით გაახარა საბჭო ბატონმა ჰანს იორგ ბანაკმა, დორტმუნდის ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის ცენტრის თავმჯდომარემ. თანამშრომლების მხრიდან 6,000 ევროზე მეტი გულუხვი შემოწირულობის გადაცემით. გარდა ამისა, Carrera-ს ხუთ ლიანდაგი K1 სადგურისთვის გადაეცა დორტმუნდის კლინიკასთან არსებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტს, ასევე გაჭირვებულ ოჯახებს.