Wilo-ს აპლიკაცია – „Wilo ასისტენტი“

ტუმბოების მთელი სამყარო ერთ აპლიკაციაში

„Wilo ასისტენტი“ გაწვდით მაღალეფექტური სატუმბი ტექნოლოგიის მთლიან სამყაროს SHK- დარგის ხელოსნებისა და TGA- დარგის დამგეგმავების სმარტფონებსა და პლანშეტებზე.

„Wilo-ასისტენტის“ უფასო აპლიკაცია არის ადვილად გამოყენებადი მობილური პროგრამა, რომელიც გეხმარებათ დაგეგმვის, კლიენტების კონსულტაციისა და ინსტალაციისას. გარდა ამისა, თქვენ იპოვნით გაყიდვების კარგი არგუმენტების სიუხვეს ენერგოეფექტური, ეკონომიური, გარემოს დამზოგავი სატუმბი ტექნიკისათვის გათბობის, კონდიცირებისა და ცხელი სანიტარული წყლის ცირკულაციისათვის.

ჰიდრავლიკური დაბალანსება Wilo-ასისტენტის აპლიკაციაში

Wilo-Smart Balance არის „Wilo-ასისტენტის“ ინსტრუმენტი, რომელიც ახორციელებს ჰიდრავლიკურ დაბალანსებას ისე მარტივად, როგორც არასდროს აქამდე. განსაკუთრებულად პრაქტიკული: მისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს განათავსოთ ახალი პროექტები გაანგარიშებისათვის და უკვე უფრო მოგვიანებით სმარტფონიდან, პლანშეტიდან ან მშვიდად ოფისში პერსონალური კომპიუტერიდან PC დაასრულოთ.

Wilo-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია ოფლაინ რეჟიმშიც

ამასთანავე „Wilo ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს მიზანმიმართულ წვდომას პროდუქციის ინფორმაციასა და ნოუ-ჰაუზე ტუმბოების ტექნოლოგიის გარშემო. მონაცემთა შიგთავსისა და ფუნქციების უდიდესი ნაწილი iPhone-ზე ინსტალირდება და აქედან გამომდინარე ხელმისაწვდომია ინტერნეტით ან WLAN-ით მობილური კავშირის გარეშეც მაგ. სარდაფში. მომხმარებელი ამით არ ტვირთავს თავის მონაცემთა მოცულობას და არის დამოუკიდებელი გამოყენების ადგილზე არსებული მიღების პირობებისგან.

„Wilo ასისტენტი“ ასევე გთავაზობთ კიდევ შემდეგ ფუნქციებს:

  • ინტერაქტიული გაცვლითი რეფლექტორი გათბობისა და ცხელი სანიტარული წყლის ტუმბოებისათვის
  • დანაზოგების კალკულატორი განსაზღვრავს ელექტროენერგიის შესაძლო ხარჯებისა და CO2-ს დაზოგვის პოტენციალს ელექტროენერგიის დამზოგავი Wilo-ს მაღალეფექტური ტუმბოს გამოყენებისას გათბობის არარეგულირებად ტუმბოსთან შედარებით
  • მოკლე კატალოგი სველი როტორის ტუმბოების
  • მონტაჟისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელოები
  • ტუმბოების ამორჩევა: ტუმბოს სასურველი ოპერაციული წერტილის მითითების შემდეგ წამებში ხდება შესაფერისი Wilo-ს ტუმბოს შეთავაზება
  • Wilo-ს პროდუქტის საძიებო ფუნქციით პირდაპირ შესაბამისი სერიის აღწერილობაში.
  • საბაზისო ცნობები ტუმბოს შესახებ: გათბობის ტუმბოების საფუძვლების შეჯამება
  • რჩევები და რეკომენდაციები გათბობის სისტემების ოპტიმიზაციისთვის და ცხელი სანიტარული წყლის ცირკულაციის სისტემებისთვის
  • ფანარი: შესაძლებელია LED-ის ჩართვა და გამორთვა! ერთეულების გამომთვლელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური ერთეულებისათვის
  • მილსადენების გამომთვლელი
  • სიახლეები: აქტუალური ინფორმაცია დარგის კვალიფიციური ხელოსნებისა და TGA-დამგეგმავებისთვის
  • QR-Scanner
  • AR – Augmented Reality
  • კონტაქტი: სწრაფი დაკავშირება თქვენს Wilo-საკონტაქტო პირთან
App Store available German "Erhältlich im App Store"

გამოიყენეთ Wilo-ასისტენტი ახლა:

Android Google Play Store