ტუმბოების გამოცვლა - სათანადო ჩასანაცვლებელი ტუმბოებით თქვენ ქმნით სამომავლოდ სიცოცხლისუნარიან გადაწყვეტებს
როგორც დამგეგმავმა თქვენ ძალიან კარგად იცით: ძველი, დაურეგულირებელი და არაეფექტური ტუმბოები მოიხმარენ მეტისმეტად ბევრ ენერგიას და არიან ძალიან არამოქნილი, როდესაც ცვლილებები მიმდინარეობს. იდეალური ჩანაცვლების ძიებისას ჩვენ Wilo-ში გთავაზობთ შესაფერის გადაწყვეტას გამოყენების ნებისმიერი სფეროსთვის. ჩვენი ჩანაცვლების მაღალეფექტური ტუმბოები იძლევიან სწრაფად და ადვილად ინტეგრირების შესაძლებლობას არსებული სისტემის გარემოში და ყოველთვის ტექნოლოგიის უახლეს დონეზე დგანან.
და იმისათვის, რომ თქვენც თქვენი მუშაობისას შეძლებისდაგვარად ნაკლები ენერგია და დრო დახარჯოთ, ჩვენ გაწვდით დაგეგმვის მრავალ სასარგებლო დამხმარე საშუალებას.
თანამედროვე ტექნოლოგიები - ყოველთვის ფეხს უწყობს დროს
იქნება ეს ახალი სახელმძღვანელო პრინციპები, როგორც ErP, მომავალზე ორიენტირებული დაგეგმვის გადაწყვეტები, როგორც BIM, თუ ტუმბოების მაღალეფექტური ტექნოლოგია, როგორც ჩვენი დარგის ნოვატორი და ტექნოლოგიების ლიდერი, ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ ოპტიმიზაციის ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ვახორციელებთ თქვენთვის სწრაფად და საუკეთესო ხარისხით.
სისტემის მაღალი კომპეტენცია - ინტეგრირების მაღალი ხარისხი IF-მოდულთან
Wilo-ს ტუმბოების ინტეგრირება შენობის ავტომატიზაციის არსებულ სისტემაში ინტერფეისის მოდულთან ერთად შეგიძლიათ ადვილად და სწრაფად. იგი მხარს უჭერს ყველა მიმდინარე სტანდარტს, როგორებიცაა BACnet, CAN-Bus და Modbus, პროცესზე ორიენტირებული შეტყობინებებითა და მაჩვენებლებით ზრუნავს დანადგარის ოპტიმალურ ექსპლუატაციაზე და ასევე უზრუნველყოფს ტუმბოს მართვას შორიდან.
დაგეგმვის ინოვაციური მხარდაჭერა - პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციები თქვენი ეფექტურობისათვის
ჩვენ გვსურს, რომ თქვენ შეძლოთ კონცენტრირება მთავარზე: თქვენს სამუშაოზე. ამიტომაც ჩვენ დამატებით გაწვდით პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერების არჩევანს, რომელიც თქვენ მუშაობაში ყოველდღიურად ეფექტურად დაგეხმარებათ. ონლაინ-დახმარბები, როგორებიცაა Building Information Modeling, Wilo-LCC-Check დანაზოგების პოტენციალისა და ამორტიზაციის პერიოდების განსაზღვრისათვის.
Building Information Modeling – Wilo არის BIM-ready
როგორც ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი, ჩვენ უმარტივესი გზით გაწვდით პროდუქციის სრულ BIM-მონაცემებს ჩვენი გათბობის ტუმბოებისთვის. BIM-ის (Building Information Modeling) მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თქვენი ტუმბოების დაგეგმვის კიდევ უფრო ეფექტურად ინტეგრირება მთლიან დაგეგმარებაში და პროექტის დანარჩენ მონაწილეებთან კოოპერაციის არსებითად გამარტივება. თქვენ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული:
გაიგეთ მეტიWilo-Select 4 online – ტუმბოების კონსულტანტი
დაპროექტების პროგრამული უზრუნველყოფით Wilo-Select 4 online თქვენ შეგიძლიათ წამებში იპოვნოთ შესაფერისი ტუმბო თქვენი გამოყენებისათვის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციით.
გაიგეთ მეტიონლაინ-CAD-კატალოგი – 2D- და 3D-Daten Wilo-ს ტუმბოებისთვის
ზუსტი 2D- და 3-D-ნახაზები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სწრაფად და მარტივად.
გაიგეთ მეტიWilo-LCC-Check- სასიცოცხლო ციკლის ხარჯების და დანაზოგების პოტენციალის გამოთვლა
Wilo-LCC-Check-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და მიზანმიმართულად იპოვნოთ იდეალური ჩასანაცვლებელი ტუმბო და დაარწმუნოთ თქვენი კლიენტები დანაზოგის ევროში გამოთვლილი პოტენციალით და ამორტიზაციის ზუსტი პერიოდით.
გაიგეთ მეტიაპლიკაცია Wilo-ასისტენტი - კონსულტაცია ადგილზე
აპლიკაციით Wilo-ასისტენტი თქვენ შეგიძლიათ სმარტფონისა ან პლანშეტის-PC მეშვეობით ადგილზევე კომფორტულად გამოიყენოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები და ფუნქციები თქვენი კლიენტების კონსულტირებისას, რადგანაც ყველა ფუნქციის 95% არ საჭიროებს ინტერნეტ დაკავშირებას.
გაიგეთ მეტიპროდუქციის ონლაინ-კატალოგი – რამდენიმე დაწკაპუნებით თქვენ გაქვთ წვდომა ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე
ჩვენს ონლაინ-კატალოგში თქვენ იპოვნით ყველა ინფორმაციას Wilo-ს პროდუქციის პროგრამისთვის, გამოყენების კონკრეტული სფეროებისათვის, საექსპლუატაციო ინსტრუქციებს, ასევე ტუმბოების ტექნიკურ დეტალებს. რამდენიმე დაწკაპუნებით თქვენ მიიღებთ სერიების არჩევანს თქვენი გამოყენების შემთხვევისათვის.
გაიგეთ მეტიფართო მხარდაჭერა პროექტის ბიზნესში
Wilo-ში თქვენ მიიღებთ ყველაფერს ერთი წყაროდან. ჩვენი ექსპერტები გეხმარებიან თქვენ პირადი ჩართულობით პროექტის ყველა ეტაპზე, დაწყებული დაგეგმვიდან და პროექტირებიდან, დამთავრებული ექსპლუატაციაში გაშვებით. ამასთან, ისინი გაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას თქვენი პროექტის წარმატებისა და სამუშაოს გაადვილებისათვის. ამისათვის ჩვენი Wilo-ექსპერტები სიამოვნებით პირადად არიან თქვენს განკარგულებაში – რა თქმა უნდა ადგილზეც.
ინოვაციური ტექნოლოგია
Wilo არის სინონიმი ინოვაციური ტექნოლოგიისა და გლობალური ექსპერტული გამოცდილებისა. ამასთან ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ ყველაზე თანამედროვე პროდუქტებს, არამედ კომპლექსურ სისტემურ გადაწყვეტას, რაც აადვილებს თქვენს დაგეგმარებას.