კლიმატის ეფექტური რეგულირება - გერმანული ფეხბურთის მუზეუმი დორტმუნდში
რამდენადაც უფრო დიდია ობიექტი და მრავალმხრივი გამოყენება, იმდენად უფრო მაღალია მოთხოვნები ტექნიკისა და ინტელექტუალური დაქსელვის მიმართ. შესანიშნავი მაგალითია გერმანული ფეხბურთის მუზეუმი დორტმუნდში. გარდა საგამოფენო დარბაზებისა, 7,700 კვადრატული მეტრი დათმობილია მრავალფუნქციური დანიშნულების არენისათვის, სხვადასხვა კვების ობიექტითა და ღონისძიებებისათვის განკუთვნილი ცალკე სართულით. რამდენიმე მეტრის სიმაღლის შუშის ფასადი მულტიმედიურად მუშაობს - და ამიტომ არ შეიძლება რომ დაიორთქლოს. კლიმატის ოპტიმალური რეგულირებისათვის ზრუნავს 21 მაღალეფექტური ცირკულაციური ტუმბო, სრული მასშტაბით კონტროლირებადი შენობის მართვის სისტემის მიერ. Wilo-ს ტუმბოები იძლევიან რესურსების დამზოგავი ექსპლუატაციის გარანტიას და გთავაზობენ ეკონომიის მაქსიმალურ პოტენციალს.
გაიგეთ მეტიმრავალმხრივ გამოყენებადი
ჩვენი გადაწყვეტებით თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა სახის შენობები უზრუნველყოთ სასიამოვნო მიკროკლიმატითა და სანიტარული ცხელი წყლით. დიაპაზონი ვარირებს ერთ ოჯახიანი სახლებიდან საიჯარო, ადმინისტრასიულ და კომერციულ შენობებამდე, როგორებიცაა საავადმყოფოები, საოფისე კომპლექსები თუ სასტუმროები.