ინტელექტუალური ტექნოლოგიები - გლობალური წყლის დეფიციტის დასაძლევად
წყალი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას რესურსს დედამიწაზე. მსოფლიოს მზარდი მოსახლეობა მოიხმარს უფრო და უფრო მეტ წყალს: სასმელად, გასარეცხად და საწმენდად, სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში. წყლის რესურსების გლობალური დეფიციტი განსაკუთრებით სავალალო პრობლემაა - და ატარებს კონფლიქტის დიდ პოტენციალს. ამიტომაც წყლის მოპოვება და უზრუნველყოფა წარმოადგენს მომავლის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას. Wilo ახდენს ტუმბოების და სისტემების შემუშავებას, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია წყლის მოპოვების ახალი წყაროების და მეთოდების გამოყენება და ოპტიმიზაცია. ჩვენი მოქნილი გადაწყვეტილებები იძლევიან საიმედო მომარაგების გარანტიას და ერგებიან მოთხოვნებს ისეთ სხვადასხვაგვარ შენობებში, როგორებიცაა კორპუსები, სკოლები თუ სამრეწველო კომპლექსები. ინდივიდუალური კონცეფციებით და უაღრესად ეფექტური ტექნოლოგიებით მიზანმიმართულად ვახდენთ ინტელექტუალური ქსელების გაფართოების და დეცენტრალიზირებული წყლის გამწმენდ-გადამამუშავებელი მოწყობილობების გავრცელების სტიმულირებას. გამოყენების სფეროებს მიეკუთვნებიან ტუმბოები და სატუმბი სისტემები წვიმის წყლის გამოყენების, წყალმომარაგების და წნევის მომატების, ცეცხლმაქრი წყლით მომარაგების, წყლის დამუშავების, ნედლი წყლის მოპოვების, გამტკნარებისა და კომერციული სოფლის მეურნეობისთვისათვის.
წყლის საიმედო მიწოდება - მტკნარი წყალი იორდანეს ველიდან
არსებობს ქვეყნები, რომლებშიც წყალმომარაგება უზარმაზარ გამოწვევას წარმოადგენს. მაგალითად, იორდანია, წყლის რესურსების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში. მტკნარი წყლის გადატუმბვა იორდანეს ველიდან დიდ ქალაქებში ხდება 1,400 მეტრის სიმაღლის სხვაობიდან. მოსახლეობის რაოდენობისა და ასაკის ზრდა, მჟონავი გაყვანილობის სისტემები ამწვავებენ პრობლემას. Wilo-მ მიაწოდა ახალი აღჭურვილობა და უპირველეს ყოვლისა ნოუ-ჰაუ სასმელი წყლის სატუმბ სადგურში Ebquoreyeh-ში. EMU K ტიპის ორი ცალი ეფექტური წნევის გარსაცმიანი ტუმბოთი, ენერგოდამზოგავი სისტემებით და მონიტორინგის ახალი ფუნქციით აღჭურვილი სატუმბი სადგური ახლა უკვე უზრუნველყოფს სასმელი წყლის საიმედო მიწოდებას 50,000 ადამიანისთვის. და ამასთან ზოგავს 1,5 მილიონ-ზე მეტ კვტ/სთ-ს, 1,100 ტონა CO2-სა და 110,000 ევროზე მეტ ელექტროენერგიის ხარჯს წელიწადში.
ჩამდინარე წყლების საიმედო სისტემა - ზრდადი ქალაქებისთვის
ქალაქები წარმოადგენენ მომავლის საცხოვრებელ გარემოს - და აყენებენ ჩვენს წინაშე დიდ გამოწვევებს. მათ შორის ერთ-ერთი არის საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლების არინება, იმისათვის რომ მოხდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა და მყრალი სუნის თავიდან აცილება. ყველგან, სადაც ჩამდინარე წყლები უპრობლემოდ ვერ ჩაედინება კანალიზაციაში, გამოიყენება ამიტომ ჩამდინარე წყლების ეფექტური ტუმბოები და ამწევი დანადგარები. Wilo-ს მძლავრი და განსაკუთრებულად ეკონომიური პროდუქტები და სისტემები ახორციელებენ ჩამდინარე წყლების საიმედო და რესურსების დამზოგავ შეგროვებასა და ტრანსპორტირებას. ჩამდინარე წყლების განკარგვისთვის ეფექტური გადაწყვეტების შემუშავებით ჩვენ წვლილი შეგვაქვს გარემოს დაცვასა და წყლის ძვირფასი რესურსის რაციონალურ გამოყენებაში.
წყლის მოდულარული ინფრასტრუქტურა - მზარდ კონურბაციის ცენტრებში
არსად არ არის ისეთი გადაუდებელი საჭიროება ინტელექტუალური ტექნოლოგიების კონცეფციებისა, როგორც სწრაფად მზარდ კონურბაციის ცენტრებში ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში. დარმშტადის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად Wilo მუშაობს კვლევით პროექტ „Semizentral“-ის ფარგლებში ინფრასტრუქტურისადმი მოქნილ მიდგომებზე. Semizentral-ი იზრდება ქალაქებთან ერთად და ახდენს ჩამდინარე წყლებსა და ორგანული ნარჩენების ნაკადების ინტეგრირებას გადაწყვეტის მოდულარულ კონცეფციაში. ჩინეთის ცინდაოს საპილოტე დანადგარში გამოიყენება ჩვენი მაღალტექნოლოგიური 56 ტუმბო: ისინი ეხმარებიან ჩამდინარე წყლებიდან და ორგანული ნარჩენებიდან ტექნიკური წყლისა და ენერგიის წარმოებაში. ამრევი მიქსერები ჩაყვინთული ძრავით, ტუმბოები ისევე როგორც წნევის მომატების დანადგარები და ცაცხლმაქრი სისტემები მაღალი ეფექტურობით უზრუნველყოფენ მთლიანი დანადგარის ენერგეტიკულად თვითკმარ მუშაობას.
მორგებული - საიმედო სამრეწველო პროცესებისთვის
ყოველ სამრეწველო დარგს აქვს საკუთარი მაღალი მოთხოვნები ყველა მონაწილე კომპონენტის წარმოების ტექნოლოგიისა და მასალის მიმართ. ამიტომ ჩვენი პარტნიორებისა და კლიენტებისთვის ჩვენ ვავითარებთ მორგებულ სამრეწველო გადაწყვეტილებებსა და პროდუქტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალეფექტურ, საექსპლუატაციოდ უსაფრთხო და საიმედო წარმოების პროცესებს. ამგვარად ეხმარებიან ჩვენი ტუმბოები სასურსათო მრეწველობას ხარისხისა და ჰიგიენის კრიტიკული ნორმების დაცვაში თუ ლითონის მრეწველობას უმაღლესი მოთხოვნებისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების შესრულებაში. სამთო მოპოვების მრეწველობაში ხდება მაღაროს წყლების საიმედო ამოტუმბვა და ენერგეტიკის სექტორში მაქსიმალური დატვირთვისას მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ელექტროსადგურების მომარაგების საიმედოობაში. მსოფლიოს ბევრი ცნობილი სამრეწველო კომპანია ენდობა ჩვენს ხარისხსა და წარმადობას.
მათ რიცხვს განეკუთვნება მაგალითად:
- სურსათის მრეწველობა: Fischtechnik International Engineering GmbH
- ლითონის მრეწველობა: Salzgitter Flachstahl AG, გერმანია; ThyssenKrupp Steel Europe AG
- სამთო მოპოვების მრეწველობა: Vattenfall Europe Mining AG; Mopani Copper Mines, ზამბია
- ენერგეტიკის სექტორი: შანდუს ელექტროსადგური, ჩინეთი; ანპარას ელექტროსადგური, ინდოეთი