Загрязненные и сточные воды

ძლიერი პარტნიორი ჩამდინარე წყლების ეფექტურ და ეკოლოგიურად დამზოგავ ტექნოლოგიაში

მოთხოვნები ტუმბოების და სატუმბი სისტემების მიმართ, განსაკუთრებით გაუწმენდავი ჩამდინარე წყლების გამოყენებისას, მკვეთრად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ხდება უპირველეს ყოვლისა ურბანიზაციისა და ასევე მსოფლიოში წყლის დეფიციტის გამო. დაცლის პირობები იცვლება, მყარი ნივთიერებების წილი ჩამდინარე წყლებში გაზრდილია და უფრო ხანგრძლივია დაყოვნება საკანალიზაციო ქსელში. ამის შედეგად მომხმარებდლებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ასევე ტუმბოს სასიცოცხლო ციკლის ღირებულება შეძენის, შენახვის, დანაკარგებისა და სარემონტო ხარჯების გარდა.

მრავალწლიანი გამოცდილება ჩამდინარე წყლების ტექნოლოგიის პროექტის განვითარებაში საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ შეუფერხებელი პროცესის მსვლელობა და სისტემის საიმედო გადაწყვეტილებები. მიუხედავად იმისა, საქმე ეხება ტუმბოებს, მილებს, ვენტილაციას, ფილტრებს, თუ (ჩამდინარე) წყლის დეზინფექციას - ჩვენი პროდუქციისა და სისტემური გადაწყვეტილებების ფართო პორტფელი ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს თქვენთვის საიმედო და ენერგოეფექტურ გამოსავალს. საჭიროების მიხედვით, ნაკადის მოცულობის და ნაკადის სიმაღლის შესაბამისად, Wilo შემოგთავაზებთ ტუმბოებს სხვადასხვაგვარი გარემოსთვის, როგორიცაა ჩამდინარე წყლები, ტალახი და შლამიანი წყალი, აბრაზიული ან ასევე ბოჭკოვანი ნივთიერებები. ჩვენს გადაწყვეტილებებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შეძლებისდაგვარად მინიმალურ ცვეთას და გამძლე კომპონენტებს.

ჩვენი ეფექტური გადაწყვეტები სუფთა სინდისისთვის

ყველა შენობა და შინამეურნეობა მსოფლიოში წარმოქმნის საკანალიზაციო ჩამდინარე წყლებს, რომელთა განკარგვა უნდა მოხდეს საიმედოდ ისე, რომ დაცულ იქნეს ჰიგიენური ნორმები და მოხდეს სუნის თავიდან აცილება. ამიტომ ყველგან, სადაც გამდინარე წყლები თვითდინებით უპრობლემოდ ვერ ხვდება კანალიზაციაში, გამოიყენება შენობების ეფექტური ტექნიკური აღჭურვილობები. სამომავლო ტექნოლოგიებისა და ჩამდინარე წყლების კონცეფციებისთვის უნდა იქნას დაცული შემდეგი პრინციპები:

  • ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებლების შემცირება
  • ნარჩენი წყლების განზავების შემცირება (უცხო წყალი)
  • ჩამდინარე წყლის ნაკადების დაცალკევება (წვიმის წყლის, კანალიზაციის და ჩამდინარე წყლები)
  • ჩამდინარე წყლების დამუშავებიდან ნარჩენი მასალების შემცირება
  • ჩამდინარე წყლის ნაკადების გამოყენება (მეორადი წყალი, შარდი და ა.შ.)

აქედან გამომდინარე ჩამდინარე წყლების დამუშავების სამომავლო კონცეფციები დამგეგმავისგან და მომხმარებლისგან მოითხოვენ ხედვის ფართო კუთხეს, იმისათვის რომ ხარჯებისა და სარგებლის თანაფარდობა ადამიანებისა და გარემოს სასარგებლოდ შემდგომშიც გააუმჯობესონ.

ჩვენი ეფექტური გადაწყვეტილებები ძირითადად გამოიყენება მოხმარების ამ სფეროებში:


Дренаж и защита от затопления

Сбор и транспортировка сточных вод


Очистка сточных вод