Транспортировка сточных вод

საიმედო და მდგრადი სისტემური გადაწყვეტები ჩამდინარე წყლების ტრანსპორტირებისთვის

მყარი ნივთიერებების შემცველობა ჩამდინარე წყლებში მუდმივად იზრდება, ის გახდა უფრო მეტად აგრესიული და ცხიმოვანი. ეს მოითხოვს ინოვაციურ ტექნოლოგიებს ჩამდინარე წყლების გადასაადგილებლად. Wilo-ს მდგრადი და გრძელვადიანად გამძლე ტუმბოები ზრუნავენ სწრაფ, კომფორტულ და საიმედო დრენაჟზე.

მოქნილი სისტემები გრძელვადიანი განვითარებისთვის

კორპუსების ან საზოგადოებრივი შენობების ჩამდინარე წყლების არინებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ნაკადის ძლიერ მერყევი მოცულობები და მყარი ნივთიერებების სხვადასხვაგვარი შემცველობა. ამასთან კანონმდებელი ითვალისწინებს მკაცრ შეზღუდვებს ტექნიკური გადაწყვეტების განზომილებების დადგენისას. ეს გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს სისტემის მოქნილობას.

შუალედური სატუმბი სადგური და შეგროვების სატუმბი სადგური

არ აქვს მნიშვნელობა ჩამდინარე წყლის მიყვანა გსურთ შეგროვების სატუმბ სადგურამდე გრავიტაციული სადრენაჟე არხის მეშვეობით და იქიდან პირდაპირ საწმენდ დანადგარში ჩატუმბვა, თუ შუალედური სატუმბი სადგურებით ეკონომიურობის გაუმჯობესება: ჩვენთან თქვენ იპოვნით ყველა მოთხოვნისთვის შესაფერის გამოსავალს. Wilo-EMU FA სერიის თვითგაგრილებადი ჩამდინარე წყლების-ჩასაძირი ძრავიანი ტუმბოები მშრალი თუ სველი ინსტალაციისას დიდი მოცულობის ნაკადების საიმედო ტრანსპორტირების გარანტიას იძლევიან. ინოვაციური ჰიდრავლიკური კონსტრუქციები უმკლავდებიან მყარი ნივთიერებების ზრდად შემცველობას. Wilo-RexaBloc-ით თქვენს განკარგულებაშია ასევე ეკონომიურად მიმზიდველი გადაწყვეტა მშრალად დამონტაჟებული ტუმბოებისთვის სტანდარტული ძრავით.