ჩვენი მხარდაჭერა სპორტის მიმართ
ჩვენი კომპანიის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობებია მოტივაცია, საქმისადმი თავდადება, გუნდური მუშაობა და ეფექტურობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებით მჭიდრო კავშირში ვართ შეჯიბრებით სპორტის სახეობებთან. ამიტომაც ჩვენს სოციალურ ჩართულობასთან ერთად, ჩვენ მიზანმიმართულად ვართ ასევე მსოფლიომასშტაბით ჩაბმულები შერჩეული სპორტული მოვლენების ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში.
ბორუსია დორტმუნდი (BVB)
როგორც ჩემპიონი პარტნიორი და რეგიონში ღრმად ფესვებ გადგმული კომპანია, ჩვენ ვხარობთ შავი და ყვითელი გუნდის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად BVB-ს დიდი წარმატებითა და ამაღელვებელი თამაშებით. გერმანულ საინჟინრო ტრადიციაში 140 წლიანი გამოცდილებით, ჩვენ ვიცით, რომ ტექნიკის, ხარისხისა და მაღალი წარმადობის მიმართ ენთუზიაზმით შესაძლებელია სხვების გასწრება - ასევეა გაზონზეც. ამიტომაც ჩვენ ვართ ამაყები, რომ გვაქვს შესაძლებლობა გუნდს მოვუმზადოთ მოედანი მათი მგზნებარე თამაშისთვის მაგ. ტუმბოებით ნიადაგის გასათბობად.
Wilo-ს ტუმბოები სიგნალ იდუნა პარკში
როგორც სპონსორები ჩვენ ვიზიარებთ არა მხოლოდ გატაცებას დიდი ფეხბურთით BVB-სთან ერთად. ჩვენ ასევე აქტიურად ვართ ადგილობრივად წარმოდგენილი ჩვენი პროდუქტებით. განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ ჩვენი ტექნიკური ნოუ-ჰაუთი და ეფექტური პროდუქტებით შეგვიძლია დახმარება და სიგნალ იდუნა პარკში მოედნის იდეალური პირობების შექმნისთვის ზრუნვა.
მძლავრი ტუმბოები ნიადაგის გათბობისთვის არის გარანტია ოპტიმალური სათამაშო მწვანე საფარისა მინუს გრადუსიან ყინვაშიც კი. გარდა ამისა, ჩვენი წნევის მომატების დანადგარებით და სასმელი წყლის ტუმბოებით სანიტარულ და გასტრონომიულ სფეროებში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენ, როგორც მაყურებელმა, შესვენება გამოიყენოთ ეფექტურად და არაფერი გამოტოვოთ თამაშიდან.
Wilo-ს 24 ტუმბოს და პროდუქტს წვლილი შეაქვს სიგნალ იდუნა პარკში პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში. და არა მხოლოდ ეს. ისინი თავისი ეფექტური ტექნიკით ეხმარებიან BVB-ს ბევრი ელექტროენერგიისა და წყლის და ამით ხარჯების დაზოგვაში.
გერმანიის რვანიჩბიანი ნიჩბოსნობის გუნდი
Wilo 2010 წლიდან გერმანიის რვანიჩბოსანთა მთავარი სპონსორია და წარმატებით თან ახლდა გუნდს 2012 წელს, როდესაც მან მოიპოვა ლეგენდარული ოქროს მედალი ინგლისში. ამასთანავე 2013 წლიდან Wilo-ფონდი არის სანიჩბოსნო სპორტის აქტიური ხელშემწყობი. 2015 წლის სეზონის დაწყებასთა ერთად Wilo-მ თავისი სპონსორული ვალდებულებები გააფართოვა მთელს გუნდზე: მას შემდეგ Wilo-ს ფლოტში ირიცხებიან ასევე ორეული და ოთხეული, გერმანიის რვანიჩბოსანთა გუნდის კუთვნილი ორივე დანარჩენი ნავი. Wilo-სა და გერმანიის რვანიჩბოსანთა გუნდს შორის თანამშრომლობა ბევრად სცდება სანიჩბოსნო სპორტს. Wilo არისდორტმუნდის მძლეოსნობის ცენტრის ათლეტთა მხარდამჭერი კომპლექსური ჩართულობის ფარგლებში, მათი პროფესიული მომზადების მხრივაც კი.