ძიება
კონტაქტი
ელ.ფოსტა
კატალოგის შექმნა
ჩემი ფავორიტები
Сравнение изделий

თქვენი როგორც დამმონტაჟებლის სარგებელი

კომფორტულად და ეფექტურად მუშაობა - დამონტაჟებამდე, დამონტაჟებისას და მას შემდეგ

ჩვენ ვავითარებთ ტუმბოებსა და სატუმბ სისტემებს, რომლებიც არა მხოლოდ ეფექტურად მუშაობენ, არამედ თქვენი სამუშაოც უნდა გააადვილონ და გახადონ უფრო ეფექტური. ასე წარმოიშვება ისეთი გადაწყვეტები, როგორებიცაა Wilo-Connector-ი ხელსაწყოს გარეშე ელექტრო კავშირისათვის, Wilo Ready-to-Plug-ინსტალაცია სამ ცალამდე დამაკავშირებლით დროის დამზოგავი ექსპლუატაციისათვის, „მწვანე ღილაკის“-ტექნოლოგია უადვილესი მოხმარებისთვის ასევე ინტეგრირებული ზედამხედველობისა და დაცვის ფუნქციები მიწოდებისა და ექსპლუატაციის უმაღლესი საიმედოობისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერ დროს სწრაფ და საიმედო მხარდაჭერას. პირადად Wilo-სერვისის მეშვეობით კომპეტენტური საკონტაქტო პირებით, ან მაგალითად ასევე ონლაინ-დახმარებების მეშვეობით, როგორებიცაა პროდუქციის ონლაინ-კატალოგი, სმარტფონის აპლიკაცია Wilo-ასისტენტი – მობილური და უსწრაფესი ინფორმაციისათვის, მათ შორის ხარვეზის შეტყობინების ასისტენტი, პროდუქციის მონაცემები, დანაზოგების კალკულატორი და სხვა მრავალი.

ინდივიდუალურად მორგებული სერვისი - ამის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ

Wilo-სერვის-ჯგუფები მსოფლიო მასშტაბით თქვენს განკარგულებაში არიან 365 დღე წლის განმავლობაში. 2,500-ზე მეტი ინჟინერითა და 900-ზე მეტი სერვის-პარტნიორით ჩვენ მხარს გიჭერთ 60-ზე მეტ ქვეყანაში და მუშაობისას უპირველეს ყოვლისა ერთი რამ გვაქვს მხედველობაში – დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები თქვენი მოლოდინების ფარგლებს გარეთ. ერთი ზარი საკმარისია და უკვე ყველა საჭირო ზომა მიღებულია - სწრაფად, კომპეტენტურად და თქვენთან უშუალო კოორდინაციით. ერთი ზარი Wilo-ს სერვის-ცენტრში და ჩვენ ვიზრუნებთ შემდგომ ნაბიჯებზე. ჩვენ გთავაზობთ მომსახურეობებს ადგილზე და უზრუნველვყოფთ თქვენს პროცესებს მომხმარებელზე ორიენტირებული სათადარიგო ნაწილების გადაწყვეტებითა და მიწოდების შესანიშნავი შესრულებით. ჩვენთვის თავისთავად ცხადია, რომ მომსახურეობა ფარავს თქვენი Wilo-ს პროდუქტების სიცოცხლის მთელ ციკლს. თქვენთან ერთად ჩვენი ინჟინრები და პარტნიორები გეხმარებიან თქვენ და თქვენს პროცესებს, იმისათვის რომ შეძლოთ უფრო სწრაფად და ეფექტურად მუშაობა. ჩვენი მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ გამოხატულებას პოულობს მუდმივად დადებით გამოხმაურებებში ისეთი მომხმარებლებისგან, როგორც ხართ თქვენ. მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი გამოკითხვები ადასტურებენ ამ პოზიტიურ გამოხმაურებებს. გაიგეთ მეტი მსოფლიო მასშტაბით Wilo-ს სერვისებისა და ჩვენი მომსახურეობების შესახებ.

პროდუქციის ონლაინ-კატალოგი - რამდენიმე დაწკაპუნებით სასურველ პროდუქტთან

სწრაფი და მარტივი წვდომა პროდუქციის სრულ ინფორმაციაზე: ჩვენს ონლაინ-კატალოგში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სრული ინფორმაცია Wilo-ს პროდუქციის პროგრამის, გამოყენების კონკრეტული სფეროების, ექსპლუატაციის ინსტრუქციების, ასევე ტუმბოების ტექნიკური დეტალების შესახებ. რამდენიმე დაწკაპუნებით თქვენ მიიღებთ სერიების არჩევანს თქვენი გამოყენების შემთხვევისათვის.

გაიგეთ მეტი

Wilo-ასისტენტი - ამით თქვენ შეგიძლიათ სწრაფად იპოვნოთ შესაფერისი ტუმბო

Wilo-ასისტენტი არის უფასო აპლიკაცია შესაბამისად ვებ-აპლიკაცია თქვენი სმარტფონისათვის, რომლითაც თქვენ სათანადო ტუმბოს სწრაფად პოვნა შეგიძლიათ, ეფექტური მხარდაჭერაა თქვენი ინსტალაციისა და ადგილობრივი სამომხმარებლო კონსულტაციისათვის.

ოპტიმალური გამოსახულება საჭიროებს მინიმალურ გაფართოებას 1024 x 768px პიქსელი

გაიგეთ მეტი
Installer Sascha working in boiler room

დამმონტაჟებელი Wilo-ასისტენტის აპლიკაციით

Wilo-სამყარო - გამოსცადეთ Wilo-ს პროდუქტები თქვენს გამოყენებაში

ტუმბოების ნებისმიერი გამოყენებისათვის გთავაზობთ ეფექტურ გადაწყვეტებს ერთი წყაროდან. გაიგეთ მეტი ჩვენი სისტემური გადაწყვეტებისა და მათი უპირატესობების შესახებ.

დააწკაპუნეთ აქ