ძიება
კონტაქტი
ელ.ფოსტა
კატალოგის შექმნა
ჩემი ფავორიტები
Сравнение изделий

Pioneering for You - ტუმბოს ფარგლებს გარეთ ფიქრი

Wilo-ს გადაწყვეტები - ჩვენი მისწრაფებაა პროდუქტის ინოვაციური გადაწყვეტები

„Pioneering for You“. ეს არის ჩვენი მისწრაფება ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. ამ მისწრაფებიდან გამომდინარე ჩვენ ვავითარებთ მრავლისმომცველ ჭკვიან ტუმბოებსა და სისტემებს, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურობას უფრო სასიამოვნოს ხდიან. ჩვენი ენერგოეფექტური გადაწყვეტები გამოსადეგია არა მხოლოდ ერთ და ორ ოჯახიანი სახლებისათვის, არამედ ასევე საჯარო თუ კომერციული საიჯარო, ადმინისტრაციული და ბიზნეს ობიექტებისათვის. Wilo გაწვდით ინდივიდუალურ გადაწყვეტებს და მაღალეფექტურ ტექნიკას გამოყენების შემდეგი სფეროებისათვის: გათბობა, კონდიცირება, გაგრილება და სანიტარული მოხმარების ცხელი წყალი, წყლის მიწოდება, ასევე საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლების არინება.

გაიგეთ მეტი

ამასთან ერთად, დამატებით, ჩვენ ვთავაზობთ მსგავსადვე ინოვაციურ ყოველმხრივ მხარდაჭერას ყოვლისმომცველი მომსახურებით. დაწყებული ახალი პროექტების დაგეგმვის ფაზაში საპროექტო კონსულტაციით, ზემდგომ სისტემებში ინტეგრაციით, ტუმბოების პროაქტიული გაცვლით, დაფინანსებით, ექსპლუატაციაში გაშვებისას დახმარებით, პროდუქტის საცდელი ტესტირებით, შემდგომი ტექნიკური მომსახურებით ჩვენი Wilo-ს მომსახურების განყოფილების მიერ, დამთავრებული კონკრეტული პროდუქტის სემინარებით.

გაიგეთ მეტი

Wilo-Stratos MAXO – პროდუქტები ინტეგრირდებიან ჭკვიანი ქსელების წყალობით

კავშირი ტერმინალის მობილურ მოწყობილობებთან და ტუმბოებთან პირდაპირი ქსელური მიერთება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. Wilo-Stratos MAXO-თი ჩვენ განვსაზღვრავთ ტუმბოს ახალ კატეგორიას: მეტად ადვილი საექსპლუატაციოდ და ქსელში დასაკავშირებლად. მაღალი დაკავშირებულობა საშუალებას გაძლევთ თქვენი ტუმბოებისა და სატუმბი სისტემების მარჯვე ქსელურ მიერთებას და გთავაზობთ მობილურ მიმოხილვას დანადგარების ადგილმდებარეობისა და საექსპლუატაციო პირობებზე.

გაიგეთ მეტი

Wilo-SmartHome – დაქსელილი სახლი

საცხოვრებლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის და უფრო მეტი უსაფრთხოებითა და ენერგოეფექტურობით გაერთიანებისათვის, უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ე.წ. „ინტელექტუალური საცხოვრებელი“. სხვადასხვაგვარი, საკომუნიკაციო შესაძლებლობების მქონე კომპონენტების დაქსელვით იქმნება კომფორტული გარემო და ადვილება ყოველდღიურ ცხოვრებას: ინდივიდუალური დროის პროფილები ზოგავენ ენერგიას, კარისა და ფანჯრის სენსორები ზრუნავენ უსაფრთხოებისთვის და სმარტფონი გაფრთხილებთ როდესაც ამწევი დანადგარი გაჭერვით იმუქრება. Wilo არის ტუმბოების მსოფლიოში პირველი მწარმოებელი, რომელიც წარმოგიდგენთ ჭკვიანი სახლის შესაძლებლობების მომცემ ტუმბოების პორტფელს.

Contractor Uwe

Wilo-Energy Solutions - პროაქტიული მოქმედება

ენერგიის ხარჯები მუდმივად იზრდება - სწორედ შესაფერისი დროა თქვენთვის სამოქმედოთ. რადგანაც, ვისაც შენობის მართვაში თუ საწარმოო დანადგარების ექსპლუატაციისას ეკონომიურად მოქმედება სურს, ახლა უნდა გადავიდეს მაღალეფექტურ ტექნოლოგიებზე. Wilo-Energy Solutions მოიცავენ ჯერ კიდევ ფუნქციონალური, მაგრამ არაეფექტური ტუმბოებისა და სატუმბი სისტემების პროაქტიულ ჩანაცვლებას Wilo-ს მაღალეფექტური ტექნოლოგიით. ამით თქვენ ამცირებთ ტუმბოების ელექტროენერგიის საჭიროებას თქვენს შენობასა და დანადგარებში 90%-მდე და იღებთ სარგებელს დამატებითი უპირატესობებიდან, როგორებიცაა სამომავლო, მიწოდებისა და ჰიგიენური უსაფრთხოება.

გამოყენების სპექტრი მერყეობს დაწყებული მუნიციპალური და საჯარო შენობებიდან, ადმინისტრაციული, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, დამთავრებული საავადმყოფოებით.

Daniel Podgorny informs about pump funding

Wilo-Financial Services - ტუმბოების ჩანაცვლების SMART დაფინანსება

ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი ინვესტიციები ენერგოეფექტურობის ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებში კონკურენციას განიცდიან მრავალ სხვა პროექტთან მიმართებაში. გარდა ამისა, ბანკები ჯერ კიდევ ხშირად მერყეობენ მცირე და საშუალო საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისას ენერგოეფექტურობის სფეროში. ჩვენ გვსურს დაფინანსების ამ სიცარიელის შევსება, რადგან ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში ენერგეტიკული ხარჯების დაზოგვა უკვე საკმარისია ტუმბოების პროაქტიული ჩანაცვლების რეფინანსირებისათვის. დაფინანსების SMART გადაწყვეტილებებით ხდება ლიკვიდურობის დაუყოვნებელი გამოთავისუფლება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა პროექტებისა და შემდგომი ზრდისთვის.

Operator of the waste water treatment plant in Almere (Bart van der Stoep)

Wilo-Try & Buy – ტესტირება რისკის გარეშე

ინვესტიციისათვის მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორებია პროდუქტის საიმედოობა და მისი ეფექტური ფუნქციონირება. რადგანაც დაგეგმვის ფაზაში ეს ძნელი შესაფასებელია, „Try & Buy“-ს მეშვეობით ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას გამოსცადოთ ჩვენი პროდუქცია ექვს თვემდე ვადით თქვენს დანადგარში.

WiloCare - სრული პაკეტი მაქსიმალური საიმედოობისათვის

WiloCare-ით ჩვენ გთავაზობთ კომპლექტში შემავალ მომსახურების პაკეტს, რომელიც ფიქსირებულ ფასად ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს თქვენთვის თქვენი ტუმბოებისა და დანადგარების ოპტიმალურ, ენერგოეფექტურ ფუნქციონირებას

Wilo-ს სწავლება და ტრენინგები - ამომწურავი და პრაქტიკაზე ორიენტირებული

დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი სწავლებისა და ტრენინგის პროგრამა გთავაზობთ ნოუ-ჰაუს პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექსპერტებისაგან და რამდენადაც შესაძლებელია გიადვილებთ მუშაობას ჩვენს პროდუქტებთან ყოველდღიურ პრაქტიკაში.