დაპროექტების მეთოდები წყლის რესურსების მართვისთვის
ჩვენ გვსურს, რომ თქვენ აირჩიოთ არა ნებისმიერი, არამედ ზუსტად თქვენზე მორგებული გადაწყვეტა. პროდუქტის ინდივიდუალურ და ეკონომიურ გადაწყვეტას ჩვენ სიამოვნებით შევიმუშავებთ თქვენთან ერთად.
ნაკადების რიცხვითი მოდელირებები - CFD-მოდელირება
ჩამდინარი წყლების ეფექტური და უსაფრთხო ბიოლოგიური დამუშავების ძირითადი წინაპირობაა სარევი მოწყობილობებისა და სავენტილაციო სისტემების სისტემაზე დამოკიდებული, სწორი დაპროექტება და ინსტალაცია.
Wilo ფლობს თანამედროვე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებულ დაპროექტების ინსტრუმენტებსა და მეთოდებს. თქვენი დანადგარისთვის შესაფერისი ტექნიკის ასარჩევად ჩვენ სხვა დანარჩენთან ერთად ვიყენებთ ნაკადების რიცხვითი მოდელირების (CFD-მოდელირება) დაპროექტების მეთოდს.
ამ ზუსტი ანალიზისას ხდება თქვენი დანადგარების სპეციფიკური პირობების გათვალისწინება. ამით შესაძლებელია პოტენციური სუსტი მხარეების ადრეული გამოვლენა და ოპტიმიზაციის მიდგომების შემუშავება. როგროც ოპერატორი თქვენ სარგებელს იღებთ კომპლექსურად დაპროექტებული სისტემიდან, რომელშიც ყველა ტექნოლოგია და კომპონენტი მისადაგებულია და ზუსტად შეესაბამება ყველა მოთხოვნას .
იხილეთ ვიდეოში, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი დანადგარის ეფექტური დაპროექტება. Wilo-ს დაპროექტების თანამედროვე ინსტრუმენტების წყალობით.
მილსადენების გაანგარიშება
თხევადი გარემოს A პუნქტიდან B- ში გადასაადგილებლად თქვენ გჭირდებათ არა უბრალოდ რაიმე სახის ტუმბო - თქვენ გჭირდებათ თქვენი მოთხოვნებისა და არსებული მოცემულობების შესაფერისი ტუმბოს შერჩევა.
ესენი არის ერთის მხრივ თხევადი გარემოს თვისებები, მეორეს მხრივ მილსადენის სისტემა. სიმაღლის ყოველი პროფილი, ყოველი ფიტინგი და ყოველი შემაერთებელი დეტალი მილსადენის სისტემაში წნევის ზეწოლის დანაკარგის მიზეზი ხდება.
თუკი ტუმბო მილსადენის სისტემაზე სწორად არ არის მორგებული, შეიძლება გადაადგილების საჭირო სიმძლავრის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდეს.
ამიტომაც ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფების არჩევანით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ შესაფერისი ტუმბოს განსაზღვრა საჭირო Q/H-ღირებულებების საფუძველზე, არამედ ასევე მილსადენების გაანგარიშების თქვენს არჩევანში ჩართვა.
ჩვენი კომპეტენტური სპეციალისტების გუნდი ასეთ შემთხვევებში სიამოვნებით განსაზღვრავს თქვენთვის მილსადენების დანაკარგებს.
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ