LCC-Check – სასიცოცხლო ციკლის დანახარჯების შეფასება
ტუმბოების ჩანაცვლების ფუნქცია Wilo-Select 4-ში ანგარიშობს თქვენთვის არსებული ტუმბოების სასიცოცხლო ციკლის ხარჯებს (LCC) და თვალსაჩინოდ ადარებს მათ ჩანაცვლების რეკომენდირებულ ტუმბოებთან. შედეგად თქვენ მიიღებთ მომგებიანობის მნიშვნელოვან შედარებას. აქედან გამომდინარე, ტუმბოების პრევენიული ჩანაცვლება ხშირად ადვილ და მარტივ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
დაზოგვის პოტენციალისა და უკუგების პერიოდის სწრაფი განსაზღვრა
იმისათვის რომ თქვენ შეძლოთ მომგებიანობის შედარების სწრაფი შედგენა, Wilo-Select 4-ში ჩვენ განთავსებული გვაქვს საბაზრო სტანდარტების 1000-ზე მეტი გათბობის ტუმბო. ამგვარად, სანიმუშო გაანგარიშება საწყობში არსებული ტუმბოსთვის ან საერთოდაც მთლიანი ქონებისათვის ადვილად და კომფორტულადაა შესაძლებელი.
დაზოგვის პოტენციალი და უკუგების პერიოდი
დაზოგვის შესაძლო პოტენციალის ევროში და უკუგების პერიოდის მითითებით თქვენ საიმედო საფუძველს აძლევთ თქვენს კლიენტებს გათბობის ტუმბოს პრევენციული ჩანაცვლების გადაწყვეტილებისათვის.
Wilo-Select 4