ძიება
კონტაქტი
ელ.ფოსტა
კატალოგის შექმნა
ჩემი ფავორიტები
Сравнение изделий

კლიმატის ცვლილებაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება

Qingdao view from the sea

Wilo-Energy Solutions - პროაქტიული ეფექტურობის ზომებით ენერგეტიკული შემობრუნების წამოწყება.

ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების აუცილებლობა კლიმატური ცვლილების გათვალისწინებით უდავოა. აზიისა და აფრიკის ურბანიზაცია და კეთილდღეობისაკენ სწრაფვა დასავლური მოდელის მიხედვით აჩვენებს, რომ უბრალოდ უარყოფის სტრატეგიები არ არის გამოსავალი. უფრო მეტად საჭიროა კონცეფციები ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისათვის, რადგანაც მათი რეალიზაცია შესაძლებელია მოკლევადიან პერსპექტივაში.

ეკოლოგია – ზრდა-განვითარების მამოძრავებელი ძალა

ენერგეტიკული შემობრუნება წარმოადგენს მომდევნო ათწლეულების ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით და ეკონომიკური პოლიტიკის გამოწვევას. ერი, რომელმაც კონკრეტული მიზნების ფორმულირება მოახდინა ენერგეტიკული შემობრუნების მიღწევისათვის, არის გერმანია. აქ 2050 წლისათვის არა მხოლოდ ელექტროენერგიაზე სამომავლო მოთხოვნის 80%-მდე მოპოვება უნდა მოხდეს განახლებადი ენერგიიდან, არამედ დამატებით ასევე პირველადი ენერგიის მოხმარება უნდა შემცირდეს 50% -ით 2008 წელთან შედარებით.

როდესაც შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ გარემოს დაცვა და ეკონომიკური ზრდა ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებს არ წარმოადგენენ, გერმანიის მოდელი საერთაშორისო მასშტაბით სკოლას შექმნის და ჩვენს გლობალურ ეკონომიკურ მნიშვნელობას გაამტკიცებს და გააფართოვებს.

CO2-ის ემისიების შემცირება - მსოფლიო მასშტაბის გამოწვევა

Wilo უკვე ათწლეულების განმავლობაში მუშაობს ენერგოეფექტურობის საკითხზე. მსოფლიო მასშტაბით გამოყენებაში მყოფი ტუმბოების უდიდესი ნაწილი ითვლება ტექნოლოგიურად მოძველებულად. ძველი არარეგულირებადი ტუმბოების შეცვლა თანამედროვე, მაღალეფექტური ტუმბოებით წარმოქმნის დაზოგვის უზარმაზარ პოტენციალს. შესაძლებელი იქნებოდა CO2-ის ემისიის მსოფლიოს მასშტაბით მდგრადი შემცირება.

ინიციატივა მეტი ეკონომიურობისა და მდგრადობისათვის

Wilo-Energy Solutions არის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ჯერ კიდევ ფუნქციონირებადი, მაგრამ არარეგულირებადი ტუმბოების პროაქტიულ ჩანაცვლებას Wilo-ს მაღალეფექტური ტუმბოებით. საჯარო, კომერციული და სამრეწველო ნაგებობების, დანადგარებისა და ობიექტების ოპერატორებს ჩვენ ვაჩვენებთ დროული გადაცვლის ყველა უპირატესობას. გარდა იმ პლუსისა, რაც ეხება გარემოს, არსებობს კიდევ ისეთი არგუმენტები, როგორებიცაა 80%-ით ნაკლები ენერგო დანახარჯები, ასევე მომავლის, მიწოდებისა და ჰიგიენური უსაფრთხოება.

CO2-ის ემისიების შემცირება - მსოფლიო მასშტაბის გამოწვევა

Wilo-ს ტუმბოების ტექნოლოგია გამოიყენება გათბობის, გაგრილების, კონდიცირების, წყალმომარაგების და ჩამდინარე წყლების არინების სფეროებში, ასევე სამრეწველო გამოყენებებისათვის. Wilo-Energy Solutions-ის ფარგლებში ჩვენ წარმოვადგენთ 6 მოდელს, რომლებიც გთავაზობენ ოპტიმალურ ენერგოეფექტურობას თითქმის ნებისმიერი გამოყენებისათვის.

ჩვენი პროდუქციის მწვერვალები:

Wilo-Stratos MAXO

Wilo-Stratos MAXO-Z

Wilo-SiBoost Smart Helix Excel

Wilo-EMU TRE 326

Wilo-Stratos GIGA

Wilo-Stratos GIGA

გსურთ პირადი კონსულტაცია?

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ