მაღალსიჩქარიანი ინტერფეისი Wilo-CAN მაღალი დინამიკისთვის
ის რაც დაიწყო Stratos-სერიით, ახლა სტანდარტია Wilo-სთვის: Wilo-CAN მაღალსიჩქარიანი ინტერფეისი. Wilo-CAN შეესაბამება ინდუსტრიულ სტანდარტს CANopen და ამიტომაც წარმოადგენს ღია სისტემას. როგორც ნამდვილი Multimaster-Bus-ი იგი ამასთანავე იძლევა სპონტანური კომუნიკაციის საშუალებას. ეს უზრუნველყოფს მაღალ დინამიკას - ავტომობილების სექტორში მილიონჯერ აპრობირებული სტანდარტი.
მონაცემთა გადაცემის აპრობირებული მექანიზმი
იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს CAN Bus-ის მაღალი დინამიკის გამოყენება დიდი ძალისხმევის გარეშე ინდუსტრიულ გარემოშიც, CANopen სტანდარტი გვთავაზობს მექანიზმს ციკლური და მოვლენებზე ორიენტირებული მონაცემთა გადაცემის რეალიზაციისათვის.
CAN-ინტერფეისი გამოიყენება 125 kBit/s-ით ISO 11898-ის შესაბამისად.
მოწყობილობების პროფაილები უზრუნველყოფენ ერთიან გამოყენებას
ამის საფუძველზე მოწყობილობების სხვადასხვა კლასებისათვის შემუშავდა პროფაილები, რომლებიც მოწყობილობების ფუნქციურ თავსებადობას და ერთიან გამოყენებას უზრუნველყოფს. მოწყობილობათა პროფაილი CiA 450 განსაზღვრავს სითხის ტუმბოების მახასიათებლებს. Wilo-ს ტუმბოები BUS-ინტერფეის CAN-ით უკვე დღეს შეესაბამებიან მოწყობილობების ყველა პროფაილის ბაზას, CiA DS 301-ს. მონაცემთა ელექტრონული ცხრილების მეშვეობით (.eds-Dateien) ადვილია გამოყენება კომერციულად ხელმისაწვდომი SPS ან CANopen Bus-კონფიგურატორებით.
დამატებითი ინფორმაცია თემაზე CANopen შეგიძლიათ იხილოთ CAN-თან ავტომატიზაციაში.
ჩამოტვირთვა
აღწერილობები და დამატებითი ინფორმაცია
სერიები
- სერია CronoLine IL-E/DL-E (SW >=4,00)
- სერია VeroLine IP-E/DP-E (ab (SW >=3,00))
- სერია Stratos GIGA
- სერია Economy MHIE (SW >=3,00)
-
სერია Multivert MVIE
(1,1 – 4 kW SW >= 3,00; 5,5 – 7,5 kW SW >= 4.00) -
სერია Helix VE
(1,1 – 4 kW SW >= 3.00; 5,5 – 7,5 kW SW >= 4,00) - სერია Helix EXCEL
ჩამოტვირთვა
შესაბამისი დოკუმენტები და საბუთები